პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი სამუშაო დღის დეტალები

პრეზიდენტ მარგველაშვილის პირველი სამუშაო დღის დეტალები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი სამუშაო დღე სახელმწიფო კანცელარიაში 09:00 საათზე დაიწყო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით , პრეზიდენტის სამუშაო ოთახი კანცელარიის მე-10 სართულზეა განთავსებული, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი მუშაობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო დღე თავის გუნდის წევრებთან კონსულტაციებით დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრა ლაშა აბაშიძესთან, ივანე მაჭავარიანთან, შალვა რამიშვილთან და თინათინ მჟავანაძესთან გამართა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე გამოსცა განკარგულება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ:

"პრეზიდენტი მარგველაშვილი

სამსახურში ფეხით მოვიდა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა