"გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნა" უც­ნა­უ­რი წიგ­ნით "ჩა­ა­ნაც­ვლეს"

"გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნა" უც­ნა­უ­რი წიგ­ნით "ჩა­ა­ნაც­ვლეს"

ი­ა­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნა­ზე" ბევ­რი ით­ქვა და ბევ­რიც ით­ქმე­ბა. ბო­ლო ხანს ვი­თა­რე­ბა იმა­ნაც გა­არ­თუ­ლა, რომ 2009 წელს გრი­ფი­რე­ბუ­ლი "დე­და­ე­ნა" 2011 წლი­დან რე­კო­მენ­დე­ბულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თა სი­ი­დან ამო­ვარ­და. არა­და, გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნის" მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი სკო­ლებ­ში ის­წავ­ლება, - გვითხ­რა ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი გო­გო­ლაშ­ვილ­მა. მი­სი თქმით, ეს პრობ­ლე­მა­ა.

- აქ ჩნდე­ბა პრობ­ლე­მა - რას ნიშ­ნავს "მი­ხედ­ვით"? ამ სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს სხვა ავ­ტო­რე­ბი ჰყავთ, თუმ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სიტყ­ვა­სიტყ­ვით მის­დე­ვენ გო­გე­ბაშ­ვილს, მხო­ლოდ სტი­ლის­ტურ­-ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი შეს­წო­რე­ბე­ბია ენის თა­ნა­მედ­რო­ვე ნორ­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი; ამას­თან, "ავ­ტო­რე­ბი" გო­გე­ბაშ­ვი­ლის ტექ­სტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კითხ­ვებს სვა­მენ და სა­ვარ­ჯი­შო­ებს ად­გე­ნენ. ამას პლა­გი­ა­ტი ჰქვი­ა... მე­ო­რე­ნი კი პი­რი­ქით, ამ­ბო­ბენ, რა­ღა დროს გო­გე­ბაშ­ვი­ლის "დე­და­ე­ნით" სწავ­ლე­ბა­ა, გო­გე­ბაშ­ვი­ლი 100 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შვი სხვა სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რობ­სო, რაც, რბი­ლად რომ ვთქვათ, სა­კითხ­ის უცო­დი­ნა­რო­ბით მოს­დით. გო­გე­ბაშ­ვი­ლის შემ­დეგ მარ­თლაც ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა და ეს ახალ­მა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლომ უნ­და ასა­ხოს, მაგ­რამ მთა­ვა­რი­ა, გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი არ და­ირ­ღვეს. "დე­და­ე­ნას" - ან­ბა­ნის სწავ­ლე­ბის გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ მე­თოდს - ამ წლის და­საწყ­ის­ში არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა, ახ­ლა კი იუ­ნეს­კოს მივ­მარ­თავთ, რომ მსოფ­ლიო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლთა ნუს­ხა­ში შე­ი­ტა­ნოს. "დე­და­ე­ნით" სწავ­ლე­ბის მე­თო­დი უნი­კა­ლუ­რი­ა, იგუ­ლის­ხმე­ბა პირ­ვე­ლი­ვე გაკ­ვე­თილ­ზე შე­მო­ტა­ნი­ლი "აი ია" და შემ­დეგ, მარ­ტი­ვი­დან - რთუ­ლის­კენ, ნაც­ნო­ბი­დან უც­ნო­ბის­კენ სვლა. "აი ია"-ს ჩა­ნაც­ვლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. გო­გე­ბაშ­ვილ­მა "დე­და­ე­ნის" შედ­გე­ნი­სას ყვე­ლა ნი­უ­ან­სი გა­ით­ვა­ლის­წი­ნა - რამ­დენ­ჯერ უნ­და გან­მე­ორ­დეს ტექ­სტში ახა­ლი ასო-­ბგე­რა, რა რი­გი­თო­ბით ის­წავ­ლე­ბო­დეს ან­ბა­ნი და ა.შ, ან­გა­რიშს უწევ­და ასო-­ბგე­რის ფო­ნე­ტი­კურ ბუ­ნე­ბას, გრა­ფი­კას, რამ­დე­ნად არის ახ­ლოს ად­რე შეს­წავ­ლილ ასო-­ბგე­რებ­თან და ა. შ...

- "დე­და­ე­ნის" ერ­თ-ერთ ახ­ლან­დელ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ასო­ე­ბი გან­საზღ­ვრუ­ლი რი­გი­თო­ბით ის­წავ­ლე­ბა ა და ი, შემ­დეგ - დ და ე, მ და ს და ა.შ...

- პირ­ვე­ლი კლა­სის ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს სა­ავ­ტო­რო ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლია აწ გარ­დაც­ვლი­ლი ვახ­ტანგ რო­დო­ნა­ი­ა, ამ მე­თო­დის ავ­ტო­რი - მა­რი­ამ მი­რი­ა­ნაშ­ვი­ლი. ეს არის უც­ნა­უ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ასო-­ბგე­რა ა-ს შე­სას­წავ­ლად შე­მო­აქვთ ისე­თი სიტყ­ვე­ბი, რო­გო­რიც არის აკ­ვა­რი­უ­მი, აქ­ლე­მი და არ­წი­ვი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი ამ­ბობს, წე­რა-­კითხ­ვის სწავ­ლე­ბი­სას ბავ­შვი ნაც­ნობ სამ­ყა­რო­ში უნ­და შე­ვიყ­ვა­ნო­თო, არის კი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ბავ­შვის­თვის ნაც­ნო­ბი ისე­თი ცხო­ვე­ლი, რო­გო­რიც არის აქ­ლე­მი, ან გა­ნა ყვე­ლა 6 წლის ბავ­შვმა იცის, რა არის აკ­ვა­რი­უ­მი? მე­ო­რე მხა­რე­ა, თვი­თონ ამ სიტყ­ვე­ბის შედ­გე­ნი­ლო­ბა, 9-ასო­ი­ა­ნი აკ­ვა­რი­უ­მი­დან ერთ ასოს ვას­წავ­ლით, რაც ბავ­შვის­თვის რთუ­ლი­ა. ამ მე­თოდ­ზე სა­უბ­რი­სას აცხ­ა­დე­ბენ, რომ ასე ას­წავ­ლი­ან ევ­რო­პა­ში - ჯერ კითხ­ვას და მე­რე წე­რას, რომ ბავ­შვმა სიტყ­ვა ისე უნ­და და­ი­მახ­სოვ­როს, რო­გორც ნა­ხა­ტი, მაგ­რამ არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმას, რაც ჯერ კი­დევ ია­კობ გო­გე­ბაშ­ვილ­მა თქვა, - ჩვე­ნი ენა უნი­კა­ლუ­რია და ევ­რო­პუ­ლი ენე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ერთ ბგე­რას მხო­ლოდ ერ­თი ასო შე­ე­სა­ბა­მე­ბა,­ ევ­რო­პულ ენებ­ში კი ერ­თი ბგე­რა შე­საძ­ლოა 3-4 ასო­თიც გად­მო­ი­ცეს, ერ­თი ასო სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს წა­კითხ­უ­ლი სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვა­ში... რა­ტომ ვარ­თუ­ლებთ საქ­მეს? აქ მიმ­ბაძ­ვე­ლო­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა ასო­ე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბას, გო­გე­ბაშ­ვი­ლი ა-სა და ი-ს შემ­დეგ ასო-­ბგე­რა თ-ს ას­წავ­ლის, რო­მე­ლიც გრა­ფი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ყვე­ლა­ზე ახ­ლოს არის ა-სა და ი-­სთან. ამ წიგ­ნში ერთ გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შვმა ასოც უნ­და ის­წავ­ლოს, სიტყ­ვაც და მი­სი შე­სატყ­ვი­სი ცნე­ბაც უნ­და აღიქ­ვას, ანუ რო­გორც ია­კო­ბი ამ­ბობს, სა­მი სიძ­ნე­ლე ხვდე­ბა, თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სია ერთ გაკ­ვე­თილ­ზე ერ­თი სიძ­ნე­ლე შეხ­ვდეს. ან ნაც­ნო­ბია კი 6 წლის ბავ­შვის­თვის ისე­თი სიტყ­ვე­ბი, რო­გო­რი­ცაა პო­ნი, და­სი, მო­ლა­რე, ჰა­ე­რო­ბურ­თი, რო­მე­ლიც ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში გვხვდე­ბა? გა­ნა სხვა, უფ­რო ნაც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბის მო­ძებ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა ამა თუ იმ ასობ­გე­რის შე­სას­წავ­ლად?

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია