ნარკოტიკის ქართველი მწარმოებელი, რომელიც "სკაიპით" ვაჭრობს

ნარკოტიკის ქართველი მწარმოებელი, რომელიც "სკაიპით" ვაჭრობს

ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ასა­კი რომ შე­მაშ­ფო­თებ­ლად გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და, არა­ხა­ლი­ა. თვით­მკვლე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა "კა­ი­ფის­თვის" სხვა­დას­ხვა ტი­პის, უმე­ტე­სად ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­ურ მე­დი­კა­მენ­ტებს მო­იხ­მარს. აფ­თი­ა­ქებ­ში ე.წ. მე­ო­რე ჯგუ­ფის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა, სა­უ­ბე­დუ­როდ, თა­ვი­სუფ­ლა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუმ­ცა 2014 წლის 1-ლი იან­ვრი­დან, ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ასე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ცე­მა აიკ­რძა­ლე­ბა.

ამას­თან, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ბაკ­ლო­სან­სა და გა­ბა­გა­მას ეტა­ნე­ბიან.

ჩვენ­თან სა­უ­ბარს და­თან­ხმდა სა­მი ახალ­გაზ­რდა, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ ან­ტი­ე­პი­ლეფ­სი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გახ­დნენ და აბებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის­თვის იღე­ბენ. მათ შო­რის ერ­თი გო­გო­ნა­ა, რო­მე­ლიც, რო­გორც გვიყ­ვე­ბა, ჰი­პერ­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად სიკ­ვდილს ძლივს გა­და­ურ­ჩა. დღეს მას, სა­ბედ­ნი­ე­როდ, მკაც­რად აქვს გა­დაწყ­ვე­ტი­ლი, ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დეს.

ლა­შა:

- კა­ი­ფის­თვის ნორ­მა­ლუ­რი დო­ზაა 4 ბაკ­ლო­სა­ნი და 2 აბი გა­ბა­გა­მა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად 4-4 აბს სვა­მენ. მი­ღე­ბის მო­მენ­ტში ადა­მი­ა­ნი არის მო­დუ­ნე­ბუ­ლი, მო­თენ­თი­ლი და წნე­ვა აქვს და­ვარ­დნი­ლი. ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა 5 ლა­რი ჯდე­ბა (რა თქმა უნ­და, წა­მალს რე­ცეპ­ტის გა­რე­შე ვყი­დუ­ლობთ). კა­ი­ფი 5 სა­ათს გრძელ­დე­ბა. ბევ­რმა არ იცის, რომ ამ აბე­ბის მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გად, კა­ი­ფი 1 სა­ათ­ში მო­დის, ერ­თი სა­ა­თის მან­ძილ­ზე იხ­სნე­ბა, ამი­ტომ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ არ მი­ი­ღეს საკ­მა­რი­სი დო­ზა და მე­რე ამა­ტე­ბენ, რაც იწ­ვევს სა­ვა­ლა­ლო შე­დეგს. ამ აბებს სას­მელს თუ და­ა­ყო­ლებ, კი­დევ უფ­რო მე­ტი კა­ი­ფი მო­აქვს, ორ­მა­გად დუნ­დე­ბი და ხდე­ბი უმოქ­მე­დო.

ლი­კა:

- ამ ზაფ­ხულს აგა­რაკ­ზე ვი­ყა­ვი მე­გობ­რებ­თან ერ­თად, სა­დაც ერ­თმა მათ­გან­მა მო­ი­ტა­ნა წამ­ლე­ბი - ბაკ­ლო­სა­ნი და გა­ბა­გა­მა, დავ­ლი­ეთ - მე 4-4, ბი­ჭებ­მა - ჩემ­ზე მე­ტი. ნა­ხე­ვარ სა­ათს ვე­ლო­დი, რო­დის მო­ი­ტან­და კა­იფს. რომ არ მო­ი­ტა­ნა, ერ­თი იმ­დე­ნი კი­დევ და­ვა­მა­ტე. რო­ცა გა­იხ­სნა, გა­ვი­თი­შე, მე­რე აღარ მახ­სოვს, რა მოხ­და. ბევ­რი მო­მი­ვი­და და ჩემს მე­გობ­რებს სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა დას­ჭირ­დათ.

თორ­ნი­კე:

- თბი­ლის­ში ცხოვ­რობს ნარ­კო­ტი­კუ­ლი ფხვნი­ლის ქარ­თვე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი, რო­მელ­თან და­კავ­ში­რე­ბაც მხო­ლოდ სკა­ი­პით შე­იძ­ლე­ბა. ეს ადა­მი­ა­ნი მსურ­ვე­ლებს არ­თმევს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერს, გი­რე­კავს და გე­უბ­ნე­ბა ან­გა­რი­შის ნო­მერს, სა­დაც რიცხ­ავ ფულს. მას მხო­ლოდ 600 ლა­რის ზე­მოთ უნ­და და­უ­რიცხო თან­ხა, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი მი­გი­თი­თოს, მა­გა­ლი­თად, ამა და ამ სკვერ­ში, ერ­თ-ერთ ურ­ნას­თან მიხ­ვალ და დაგ­ხვდე­ბა შეკ­ვე­თი­ლი წა­მა­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით 1 წე­ლი­ა, რაც ეს ბიზ­ნე­სი არ­სე­ბობს. ამას აკე­თებს კარ­გად გა­მოც­დი­ლი ქი­მი­კო­სი, რო­მე­ლიც თა­ვად ამ­ზა­დებს ფხვნილს. იგი ბევრ ნა­ერთს იყე­ნებს და ნარ­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტი რომც ჩა­ი­ტა­რო, არა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა, სუფ­თა ხარ. მას, ისე­ვე რო­გორც მა­რი­ხუ­ა­ნას, თუ­თუნ­ში აზა­ვე­ბენ, უფ­რო სწო­რად, მას­ში ას­ვე­ლებ სი­გარტს და მო­წევ. ერ­თი ნა­ფა­ზიც საკ­მა­რი­სი­ა, 2 ნა­ფა­ზის შემ­დეგ უკ­ვე მა­გარ კა­იფ­ში ხარ, 5 კი უკ­ვე "გბრი­დავს". ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნარ­კო­ტი­კი­ა, ისე­თი, რომ მი­სი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით ხში­რად იღუ­პე­ბი­ან ან გიჟ­დე­ბი­ან (სა­მი თვის წინ მე­გო­ბა­რი და­მე­ღუ­პა). ინ­კოგ­ნი­ტო გამ­სა­ღებ­ლის დად­გე­ნა და გა­მო­ჭე­რა ვე­რა­ვინ შეძ­ლო, ისე ფრთხი­ლად მუ­შა­ობს. ვინ­მემ რომც იცო­დეს მი­სი ვი­ნა­ო­ბა, ვინ ჩა­უშ­ვებს? მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ქი­მი­კო­სია და ძალ­ზე მდი­და­რი.

"სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნე­ბი" ბაკ­ლო­სან­სა და გა­ბა­გა­მას ეტა­ნე­ბი­ან ბაკ­ლო­სა­ნი (­დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას): კუნ­თე­ბის ჰი­პო­ტო­ნი­ა, სა­სუნ­თქი ცენ­ტრის დათ­რგუნ­ვა, ცნო­ბი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვა, კო­მა (გო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კუნ­თე­ბის ჰი­პო­ტო­ნი­ა შე­საძ­ლო­ა, 72 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დეს).

გა­ბა­გა­მა(­დო­ზის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სას): "თავ­ბრუ, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვა, აგ­რე­სი­უ­ლი ქცე­ვა და პა­თო­ლო­გი­უ­რი მოძ­რა­ო­ბე­ბი.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ