ნინო ბურჯანაძეს დაკითხავენ

ნინო ბურჯანაძეს დაკითხავენ

26 მაისის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა შორის არის ნინო ბურჯანაძე. ბრალდების მხარის დასაკითხ პირთა შორის ასევე არიან ნონა გაფრინდაშვილი და "სახალხო კრების" სხვა ლიდერები ირაკლი ბათიაშვილი, სოსო ჯაჭვლიანი, შალვა ოგბაიძე, ასევე კახა კუკავა და თემურ შაშიაშვიალი. ამის შესახებ ცნობილი გახდა ვანო მერაბიშვილის ამ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე, რომელიც საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

დასაკითხ პირთა შორის არის რამდენიმე ჟურნალისტი, ასევე შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გოგა გრიგალაშვილი.

ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა შორის მოხვდა სხვადასხვა ტელეკომპანიიდან ამოღებული ვიდეომასალაც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ