ანგელა მერკელი რუსეთს აფრთხილებს, თავი შეიკავოს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვაზე ზეწოლისგან

ანგელა მერკელი რუსეთს აფრთხილებს, თავი შეიკავოს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვაზე ზეწოლისგან

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთს აფრთხილებს, თავი შეიკავოს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვაზე ზეწოლისგან. მისივე თქმით, ამ სახელმწიფოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად მჭიდროდ უნდათ ევროკავშირთან დაახლოება.

"სახელმწიფოებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი განვითარების მომავალ მიმართულებაზე. მესამე პირებს ამაზე ვეტოს უფლება არ აქვთ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნები მოსკოვის მხრიდან ზეწოლის გამო ევროკავშირთან დაახლოების საკითხში სირთულეებს აწყდებიან.

"ვილნიუსის სამიტზე გამოვალ მოწოდებით, რომ ევროკავშირი წინ აღუდგეს ამ ზეწოლას, კონკრეტული შანსებითა და სოლიდარობით.; იქნება ეს პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა, რომელიც რუსულ ბაზარზე აკრძალულია, თუ ენერგომომარაგების სისტემის შემუშავებაში დახმარება", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

როგორც გერმანიის კანცელერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ევროკავშირთან მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ძლიერი კონტაქტები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

ინფორმაციას ანგელა მერკელის ბუნდესტაგში გამოსვლის შესახებ   გერმანული მედია ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა