ირაკლი ღარიბაშვილი - გპირდებით, რომ ვიქნებით მტკიცე უმრავლესობა

ირაკლი ღარიბაშვილი - გპირდებით, რომ ვიქნებით მტკიცე უმრავლესობა

მე გპირდებით, რომ ჩვენ ვიქნებით მტკიცე უმრავლესობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა , ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბიძინა ივანიშვილს და უმრავლესობის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის.

"მე გპირდებით, რომ იმ ერთობას, იმ სიმტკიცეს, რომელიც მომდინარეობს ბატონი ბიძინასგან, მე ამას შევინარჩუნებ, განვამტკიცებ. ჩვენ ვიქნებით ერთი გუნდი, ერთ მუშტად შეკრული გუნდი და გპირდებით, ვიქნებით მტკიცე უმრავლესობა. მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კაბინეტს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი იქნება ძალიან ეფექტური. ჩვენ ვმუშაობთ 24 საათიან რეჟიმში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობა შეძლებს გაამართლოს ხალხის, პარლამენტისა და ბიძინა ივანიშვილის იმედები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა