დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამ წუთებში ძლიერი ქარი ქრის დასავლეთ საქართველოში, რომლის სიჩქარე ფოთში წამში 30 მეტრია, ქუთაისში - წამში 29 მეტრი. ძლიერი ქარი ღამითაც შენარჩუნდება, ხვალიდან დასავლეთში გამოიდარებს და შედარებით დათბება.

27 ნოემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ. ჰაერის საშუალო ტემპერატურა კი 18-20 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში ორი დღის განმავლობაში კვლავ ღრუბლიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი. დღეს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 9 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი - 7-12 გრადუსამდე.

ამასთან, 23 ნოემბრიდან 27 ნოემბრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მცირედით დათბება და პერიოდულად გამოიდარებს. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 15 გრადუსამდე იქნება.

იხილეთ ფოტოგალერა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია