ალექსანდრე ამისულაშვილმა ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა

ალექსანდრე ამისულაშვილმა ქეცბაიასთან დაპირისპირების გამო საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დატოვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი წავიდა – 31 წლის ალექსანდრე ამისულაშვილს თემურ ქეცბაიას გუნდში თამაში არ სურს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ამისულაშვილი გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს, სადაც ქეცბაიას მიერ რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო ეთერით მასთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება.

"იმის შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემზე ილაპარაკა, მის გუნდში თამაშს ვეღარ შევძლებ. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს! 16 წლისამ დავიწყე პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არავისთან მომსვლია კონფლიქტი, მათ შორის – არც ქეცბაიასთან, მაგრამ მწვრთნელი ასეთ რაღაცებს რომ იტყვის ჩემზე, ასეთ კაცთან ვეღარ ვიმუშავებ. პირველი არ ვარ, ვინც საქართველოს ამ ნაკრებიდან ასე მიდის და ღმერთმა ქნას, ბოლო ვიყო. ნაკრების ფეხბურთელებს მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს", - აცხადებს ალექსანდრე ამისულაშვილი "ლელოსთან" ინტერვიუში.

მისივე განმარტებით, თავმოყვარე ადამიანია და ქეცბაიას პირში ეტყვის, თუ რა პრეტენზიები აქვს მასთან.

"ტელევიზიით ყვირილს კი ნამდვილად არ ვაპირებ", - აღნიშნავს ფეხბურთელი.

ალექსანდე ამისულაშვილი ესპანეთთან შესარჩევის ბოლო მატჩისთვის ნაკრებში ჩამოუსვლელობის მიზეზებზეც საუბრობს, რაც ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში უარყოფითად შეაფასა და განმარტავს, რომ საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

"ესპანეთთან მატჩი 14 ოქტომბერს იყო, მანამდე კი რუსეთის ჩემპიონატში ვითამაშე, მატჩის მერე ფეხი ამტკივდა, ექიმმა მითხრა, 7-8 დღე უნდა დაისვენოო, ეს პერიოდი კი 12-13 ოქტომბერს მთავრდებოდა და ამიტომაც ვერ მოვახერხე ნაკრებში ჩამოსვლა", - აცხადებს ამისულაშვილი.

ამისულაშვილი რუსული კლუბის - "კრილია სოვეტოვის" მცველია.

ამასთან, ქეცბაიას ნაკრები საკუთარი სურვილით გოგიტა გოგუამ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლევან ყენიამ დატოვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია