საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილისთვის მადლობის გადახდით დაიწყო.
"პირველ რიგში, მე მინდა, ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა. ადამიანს, რომელმაც ორი წლის წინ გვერდზე გადადო ყოველივე პირადი და ურთულეს ვითარებაში, ქვეყნის გადასარჩენად ღირსეულად შემოაბიჯა ქართულ პოლიტიკაში. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. არჩვნების გზით მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება და ქვეყანაში ძირეული ცვლილებები განახორციელა",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვა შეასრულა, რეჟიმისგან გაათავისუფლა საქართველო და ღირსეულად დატოვა პოლიტიკა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ივანიშვილს ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობა უსურვა.