აკრძალული გამათბობელი, რომელმაც თბილისში ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

აკრძალული გამათბობელი, რომელმაც თბილისში ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

2012 წლის ზამ­თრის სამ­წუ­ხა­რო სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­წამ­ვლამ თბი­ლის­ში 32 ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე იმ­სხვერ­პლა. დე­და­ქა­ლა­ქის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გან­გაშს, რო­გორც წე­სი, პოს­ტფაქ­ტუმ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შემ­დეგ ტე­ხენ და ეძე­ბენ კონ­კრე­ტულ დამ­ნა­შა­ვე­ებს. ძი­რი­თა­დად რა არის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის მი­ზე­ზე­ბი, ვინ არის დამ­ნა­შა­ვე და რა ზო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა სა­ჭი­რო ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­წამ­ვლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად? - ამ სა­კითხ­ზე "ყვე­ლა სი­ახ­ლე" "ყაზ­ტრან­სგაზ­-თბი­ლი­სის" მთა­ვა­რი ინ­ჟინ­რის მო­ად­გი­ლე თა­მაზ ღვა­ნი­ძეს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო თა­მაზ, ზამ­თრის სე­ზო­ნის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, იზ­რდე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით მო­წამ­ვლის რის­კი. ძი­რი­თა­დად რა არის უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ზე­ზი?

- ხში­რად უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი არის სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო ხელ­საწყ­ო­ე­ბის არას­წო­რი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა. ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ბი­ნად­რე თით­ქმის არ მო­დის ჩვენ­თან და არ გვე­კითხ­ე­ბა, რო­მე­ლი გა­მათ­ბო­ბე­ლი ან წყალ­გა­მაცხ­ე­ლე­ბე­ლი და­ა­ყე­ნოს, ისი­ნი თვით­ნე­ბუ­რად აერ­თე­ბენ მათ. ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­დი­ან ოჯა­ხებ­ში და უხ­სნი­ან უსაფ­რთხო­ე­ბის წე­სებს, უტა­რე­ბენ ინ­სტრუქ­ტაჟს, აძ­ლე­ვენ შე­სა­ბა­მის რჩე­ვებს და თუ და­ნად­გა­რი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ტექ­ნი­კურ მოთხ­ოვ­ნას და მი­სი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია იმ სივ­რცე­ში და­უშ­ვე­ბე­ლი­ა, აუ­ცი­ლებ­ლად ჩახ­სნი­ან მას. თუმ­ცა ეს არ შვე­ლის და შე­იძ­ლე­ბა მათ მე­ო­რე დღეს­ვე მი­ა­ერ­თონ და მო­იხ­მა­რონ იგი­ვე და­ნად­გა­რი. მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩევ, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, რო­ცა კი ახალ და­ნად­გარს აერ­თე­ბენ, გა­მათ­ბო­ბე­ლი იქ­ნე­ბა თუ გა­მაცხ­ე­ლე­ბე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და მი­მარ­თონ "ყაზ­ტრან­სგაზ-თბი­ლისს". ამას­თან, და­ნად­გა­რი აუ­ცი­ლებ­ლად გა­ტა­ნი­ლი უნ­და იყოს გა­ზი­ფი­კა­ცი­ის პრო­ექ­ტზე. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც სცო­დავს ზო­გი­ერ­თი მომ­ხმა­რე­ბე­ლი - უპ­რო­ექ­ტოდ, ყო­ველ­გვა­რი ნორ­მის დაც­ვის გა­რე­შე თვით­ნე­ბუ­რად ამონ­ტა­ჟებს და­ნად­გარს. ვურ­ჩევ­დი მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ბი­ნა­ში არ­სე­ბობს საკ­ვამ­ლე და სა­ვენ­ტი­ლა­ციო არ­ხე­ბი, წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც, გან­სა­კუთ­რე­ბით ზამ­თრის სე­ზო­ნის დაწყ­ე­ბის წინ, უნ­და შე­ა­მოწ­მე­ბი­ნონ ამ არ­ხე­ბის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა.

- რო­დე­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბო­და, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამის ერ­თ-ერთ მი­ზე­ზად გა­ზის ნა­კა­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბას ასა­ხე­ლებ­დნენ...

- გა­ზის ნა­კა­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბა მო­წამ­ვლის მი­ზე­ზი ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გახ­დე­ბა. გა­ზის წვის დროს CO გა­მო­ი­ყო­ფა. ბი­ნა­ში თუ და­ცუ­ლია ყვე­ლა ნორ­მა და წე­სი, რაც უნ­და ცვა­ლე­ბა­დო­ბა იყოს, გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, რომ ნამ­წვი აი­რი დაგ­როვ­დეს. ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი ამ სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რა­დ­გან გა­ზის ცვა­ლე­ბა­დო­ბა ჩვენ­თან არ არის, რე­გუ­ლირ­დე­ბა წნე­ვის რე­ჟი­მი, მით უმე­ტეს, და­ბალ წნე­ვა­ზე ეს რე­ჟი­მე­ბი ზღვარს არ სცდე­ბა, მაგ­რამ თუ ოთა­ხი არ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­ზის ხელ­საწყ­ო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის­თვის, ეს უკ­ვე გა­მო­იწ­ვევს CO-ს დაგ­რო­ვე­ბას. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, კო­რე­უ­ლი წარ­მო­ე­ბის უსაკ­ვამ­ურო წყალ­გა­მაცხ­ე­ლე­ბე­ლი სა­ცავ­ში­ვე იწ­ვევს CO-ს დაგ­რო­ვე­ბას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ხალ­ხი იწამ­ლე­ბა და ხდე­ბა უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი. ასე­თი ხელ­საწყ­ო­ე­ბი აკ­რძა­ლუ­ლი­ა, ჩვენ ვუხ­სნით, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც თვით­ნე­ბუ­რად აერ­თებს მათ.

- რო­გო­რი ტი­პის წყალ­გა­მაცხ­ე­ლე­ბელს და გა­მათ­ბო­ბელს ურ­ჩევთ მო­სახ­ლე­ო­ბას?

- მო­სახ­ლე­ო­ბას ვურ­ჩევთ, შე­ი­ძი­ნოს უსაფ­რთხო, და­ხუ­რულ­კა­მე­რი­ა­ნი წყალ­გა­მაცხ­ე­ლე­ბე­ლი და გა­მათ­ბო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჟან­გბადს იღებს გა­რე­დან და ნამ­წვსაც გა­რეთ აფ­რქვევს. ბრენდს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, მაგ­რამ არის მა­თი ტი­პი - და­ხუ­რულ­კა­მე­რი­ა­ნი.

- მა­ინც რა არის უსაფ­რთხო­ე­ბის ძი­რი­თა­დი გა­რან­ტი?

- პირ­ველ რიგ­ში, ოთა­ხის გა­ნი­ა­ვე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვი ვენ­ტი­ლა­ცი­ა. დრო­დად­რო უნ­და გა­მო­ა­ღოთ ფან­ჯა­რა, ღია უნ­და იყოს სარ­კმე­ლი, რა­თა მოხ­დეს აირ­ცვლა - ჰა­ე­რი სამ­ჯერ უნ­და შე­იც­ვა­ლოს იქ, სა­დაც გა­ზის ხელ­საწყოა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რა­თა ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა გა­მო­ი­რიცხ­ოს.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია