ჩინეთში, ლიაონინის პროვინციაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - ფულზე კამათის დროს სუნ ჩუანჯუნმა რძალი, ხუ ხიაოლი სამზარეულოს დანით მოკლა, შემდეგ კი მისი 3 თვის ბავშვი მდუღარე წყალში ჩააგდო.
დასახიჩრებული ქალი მეზობლებმა აღმოაჩინეს; "სახლიდან საშინელი ყვირილი ისმოდა. ოთახი სისხლიან აბაზანას ჰგავდა", - ამბობს მეზობელი.
პოლიციამ დამნაშავე დააპატიმრა. როგორც პოლიციის წარმომადგენელი ამბობს, დამნაშავემ განაცხადა, რომ რძალთან ფულის გამო დაპირისპირება ჰქონდა; მკვლელობის შემდეგ ჩუანჯუნმა ჩვილი მამამისის სახლში წაიყვანა და "ქვაბში, რომელშიც მდუღარე წყალი ესხა, ჩვილი დაუფიქრებლად ჩააგდო".
საბედნიეროდ, სახლში მკვლელის მამა შევიდა და ბავშვის გადარჩენა შეძლო. პატარა ადგილობრივ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის - მისი სხეულის დიდი ნაწილი დამწვარია - სხეულის ძლიერი დამწვრობა აქვს მამაკაცსაც, რომელმაც პატარა წყლიდან ამოიყვანა.
დამნაშავე ამბობს, რომ მოსამართლისგან მოწყალებას არ ელის. გავრცელებული ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობისთვის დამნაშავეს სიკვდილით დასჯიან, მის ორგანოებს კი ტრანსპლანტაციისთვის გამოიყენებენ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.