9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 1 წლით პატიმრობა მიესაჯა

9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 57 წლის მამაკაცს 1 წლით პატიმრობა შეეფარდა. განაჩენი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ გამოიტანა. მამაკაცისთვის წარდგენილი ბრალი 3 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. სასამართლო პროცესი მედიისთვის დახურული იყო.

თელავის რაიონულ სასამართლოში არ აკონკრეტებენ, რა მიუთითა საკუთარი გადაწყვეტილების საფუძვლად მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილში. მოსამართლის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს საქმის პროკურორი ნათია მუხიაშვილიც.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა 1956 წელს დაბადებული მამაკაცი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისათვის 2013 წლის 21 ივნისს დააკავეს, თუმცა მამაკაცმა დანაშაულია 2012 წლის ზაფხულში ჩაიდინა. ვიდრე პოლიცია ბრალდებულს დააკავებდა, მას დაზარალებული ბავშვის თანასოფლელები სახლში მიუვარდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, კახეთში, არასრულწლოვნების გაუპატიურების და მათ მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის 5 ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში, მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს მსუბუქი სასჯელები შეეფარდათ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ