აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიას ახალი სახეობები ემატება

აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიას ახალი სახეობები ემატება

აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიას ე.წ. მოსაწევი "სპაისების" ახალი სახეობები ემატება. ეს არის ფსიქოატიური სუბსტანციები – JWH – 081, JWH – 122. გარდა ამისა, "სპაისი" JWH – 250, რომელიც ახლა მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში შედის, აღნიშნული სიის გარდა, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხასაც ემატება.

"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა თამაზ ავდალიანმა მოამზადა, რომელიც "სპაისების" ამკრძალავი წინა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი და ინიციატორია.

"პარლამენტის მიერ მიღებული კანონით აკრძალულ ნარკოტიკთა სიაში "სპაისების" ექვსი სახეობა შევიდა. ახლა ამ სიას სხვა სახეობებიც ემატა, რადგან კანონით აკრძალულ "სპაისებს" აღნიშნული სახეობები ჩაენაცვლა",

– განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თამაზ ავდალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია