საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნად, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში დღეს ირინე იმერლიშვილი დაინიშნა.
გიორგი მარგველაშვილმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.
განცხადება და პრეზიდენტის ხელმოწერილი შესაბამისი დოკუმენტის ფოტოასლი გიორგი მარგველაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
ირინა იმერლიშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გიგა ბოკერია შეცვალა.
იმერლიშვილს პარლამენტი უახლოეს სესიაზე სადეპუტატო უფლებამისილებას შეუწყვეტს.
