"წმინდა გიორგის კარატისტთა ჯგუფი" ID ბარათების წინააღმდეგ

"წმინდა გიორგის კარატისტთა ჯგუფი" ID ბარათების წინააღმდეგ

თბილისის იუსტიციის სახლთან პირადობის დამადასტურებელი ID ბარათების ალტერნატიული მოწმობების დაშვების მოთხოვნით შეკრებილ ხალხს "წმინდა გიორგის კარატისტთა ჯგუფის" ხელმძღვანელი კახაბერ კაკაბაძე და მისი მოსწავლეები შეუერთდნენ. კახაბერ კაკაბაძემ Ambebi.ge-ს განუცხადა, რომ მის მოსწავლეებს ID ბარათების არქონის გამო ბევრი პრობლემა ექმნებათ:

"ბავშვები შეჯიბრებაზე ვერ წაგვიყვანია. "უჩიპო" საბუთების გარეშე ვერც იაპონიაში, ვერც ევროპის ბევრ ქვეყანაში. ჩვენს მოსწავლეებს სკოლებში ატესტატებს არ აძლევენ, ინსტიტუტში ვერ აბარებენ. პირადად ჩემს უფროს შვილს, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს, დაურეკეს იუსტიციის სახლიდან და უთხრეს, თუ არ გადაიღებ ფოტოს აიდი ბარათისთვის რობოტ აპარატთან, მოქალაქეობას ჩამოგართმევთო. და ეს ხდება მაშინ, როცა ექვსას შავკანიანს ერთ დღეში საქართველოს მოქალაქეობას აძლევენ. თუმცა, არაუშავს, საქართველოს მოქალაქეობიდან თუ გარიყავენ, ზეციური მოქალაქე გახდება", - განაცხადა კახაბერ კაკაბაძემ.

"წმინდა გიორგის კარატისტთა ჯგუფი" ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო შოუ "ნიჭიერით" გაიცნო.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია