ტაქ­სი მამ­ლის და­საკ­ლა­ვად გა­მო­ი­ძა­ხეს

ტაქ­სი მამ­ლის და­საკ­ლა­ვად გა­მო­ი­ძა­ხეს

ალ­ბათ ბევრს შეგ­ხვედ­რი­ათ ენაწყ­ლი­ა­ნი ტაქ­სის­ტი და ბევ­რიც გი­ცი­ნი­ათ მის მხი­ა­რულ თავ­გა­და­სავ­ლებ­ზე. თავ­გა­და­სავ­ლე­ბი კი იცოცხ­ლეთ, უც­ნა­უ­რი და ახი­რე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბის გა­მო, მათ ნამ­დვი­ლად არ აკ­ლი­ათ. ტაქ­სის მძღო­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ასე­თი ის­ტო­რია "ყვე­ლა სი­ახ­ლე­საც" უამ­ბეს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

გე­ლა: სა­ბურ­თა­ლო­ზე ჩა­ვის­ვი კლი­ენ­ტე­ბი და გლდან­ში უნ­და წა­მეყ­ვა­ნა. რძალ­-დე­დამ­თი­ლი აღ­მოჩ­ნდა. თა­ვი­დან­ვე ისე უბღ­ვერ­დნენ ერ­თმა­ნეთს, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ მათ შო­რის რა­ღაც ხდე­ბო­და. ხუ­თი წუ­თი არ იყო გა­სუ­ლი, ჯერ კა­მა­თი და­იწყ­ეს, მე­რე კი ისე დას­ცხეს ერ­თმა­ნეთს, სა­ნამ მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა და მა­თი გაშ­ვე­ლე­ბა მო­ვა­ხერ­ხე, ერ­თმა­ნე­თის კარ­გად და­ლი­ლა­ვე­ბა მო­ას­წრეს. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, დამ­შვიდ­დნენ და ისევ ერ­თად ჩას­ხდნენ მან­ქა­ნა­ში. ად­გილ­ზე რომ მი­ვიყ­ვა­ნე, ახ­ლა იმა­ზე და­იწყ­ეს ჩხუ­ბი, არა შენ გა­და­ი­ხა­დე, არა შე­ნო. სა­ნამ ისევ სწვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს თმა­ში, შევ­თა­ვა­ზე, ნა­ხე­ვარ­-ნა­ხე­ვარი გა­და­ე­ხა­დათ. თან შე­მე­შინ­და, მეც არ წა­მა­ყა­რონ­-მეთ­ქი. ჩხუბს კი­დევ ვინ ჩი­ვის, ჩე­მი მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ვარ­ძე­ლი რი­სი მოწ­მე აღარ გამ­ხდა­რა (ი­ცი­ნის).

ზა­ზა: ერთ ჩემს მე­გო­ბარ ტაქ­სისტს ისე­თი ამ­ბა­ვი გა­დახ­და, დღემ­დე მე­ცი­ნე­ბა. გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­სულს მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი მამ­ლით ხელ­ში დახ­ვდა და მი­სი დაკ­ვლა მოს­თხო­ვა. ქალ­ბა­ტო­ნო, მე ტაქ­სის­ტი ვარ, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მო­ვე­დი და არა მამ­ლის და­საკ­ლა­ვა­დო. ის ქალ­ბა­ტო­ნი კი და­ე­მუქ­რა - მამ­ლის და­საკ­ლა­ვად გა­მო­გი­ძა­ხეთ და თუ არ და­მიკ­ლავთ, გა­მო­ძა­ხე­ბის ფულ­საც არ გა­და­გიხ­დი­თო. იფიქ­რა, საწ­ვა­ვი ტყუ­ი­ლად დავ­წვი და ეს ფუ­ლიც არ დავ­კარ­გოო და დი­დი ვა­ი-­ვაგ­ლა­ხით მა­მალს თა­ვი წა­ა­ცა­ლა, თუმ­ცა მა­ინც ხელ­ცა­რი­ე­ლი გა­მობ­რუნ­და. იმ ქალს აქეთ გა­უ­ლან­ძღავს, კი­სე­რი ძირ­ში რა­ტომ წა­ა­ჭე­რი, მამ­ლის კის­რის გა­ფუ­ჭე­ბის გა­მო, გა­მო­ძა­ხე­ბის ფულს აღარ მოგ­ცე­მო. კა­ცი რომ ყო­ფი­ლი­ყო, კა­ცუ­რად "მო­უგ­ვა­რებ­და" ან რა­მე სხვა გზას მი­მარ­თავ­და, მაგ­რამ ქა­ლის­თვის რა ექ­ნა, თა­ნაც მო­ხუ­ცის­თვის, საწყ­ა­ლი, ასე ხელ­ცა­რი­ე­ლი გა­მობ­რუნ­და, თუმ­ცა მთე­ლი წლის სამ­ყო­ფი სა­ხუ­მა­რო ამ­ბა­ვი დაგ­ვრჩა.

ლე­ვა­ნი: ერ­თხელ ერ­თი მთვრა­ლი კლი­ენ­ტი სა­კუ­თარ ცოლს აგ­დებ­და ტაქ­სი­დან - შენ ვინ­ღა ხარ, ჩემ­თან ერ­თად რო­გორ აღ­მოჩ­ნდი ტაქ­სი­ში, ჩქა­რა გა­და­დი მან­ქა­ნი­და­ნო. ქალ­მა რა აღარ უთხ­რა, თუმ­ცა ვე­რაფ­რით და­ა­ჯე­რა, რომ მი­სი ცო­ლი იყო. მაგ­რამ ისე მწა­რედ ემუქ­რე­ბო­და, ჯერ გა­მოფ­ხიზ­ლდი­ო, მის ად­გილ­ზე გა­მოფ­ხიზ­ლე­ბას არა­ვის ვუ­სურ­ვებ­დი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ერ­თი კა­ცი ჩა­მიჯ­და, ძა­ლი­ან იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, სი­დედრს გა­უმ­წა­რე­ბი­ა. იმ­დე­ნი იწუ­წუ­ნა და ისე­თი რა­მე­ე­ბი მოყ­ვა, შე­მე­ცო­და, მეც გუ­ლი გა­და­ვუ­შა­ლე და ჩე­მი სი­დედ­რის ამ­ბე­ბი მო­ვუ­ყე­ვი. ბო­ლოს ერ­თმა­ნეთს გა­მო­ვეც­ნა­უ­რეთ და ბე­დი არ გინ­და?! ჩე­მი სი­დედ­რის ნა­თე­სა­ვი აღ­მოჩ­ნდა.

კა­ხა: "თბი­ლი­სო­ბა" დღე იყო. დი­ლით ცის­ფერ პე­რან­გსა და თეთრ შარ­ვალ­ში გა­მო­ვეწყვე და სა­ტაქ­სა­ოდ გა­მოპ­რან­ჭუ­ლი გა­ვე­დი, რომ სა­ღა­მოს ძმა­კა­ცებ­თან ერ­თად პირ­და­პირ სა­ქე­ი­ფოდ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. შუ­ადღე იქ­ნე­ბო­და, მშრალ ხიდ­თან ერ­თმა ბიჭ­მა გა­მა­ჩე­რა. ფას­ზე მოვ­რიგ­დით და სა­ნამ მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­დე­ბო­და, პილ­პი­ლით სავ­სე პა­ტა­რა ტო­მა­რა ისე და­ა­ხეთ­ქა, რომ მან­ქა­ნა­ში პილ­პი­ლის ბუ­ღი დად­გა და ცე­მი­ნე­ბა ამიტყ­და. კი გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მაგ­რამ რა­ღას ვი­ზამ­დი. ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში უნ­და გა­მეყ­ვა­ნა. ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დით, ჯი­ბე­ე­ბი მო­იჩხ­რი­კა, ჩემს გვერ­დით სა­ვარ­ძელ­ზე სა­ფა­სუ­რის ნა­ხე­ვა­რი მო­მიგ­დო და წა­ვი­და. გავ­ბრაზ­დი, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვე­დი და გა­ვე­კი­დე. რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, უცებ ტო­მა­რა­ში ხე­ლი ჩა­ყო და მუ­ჭით პილ­პი­ლის "ბომბები" და­მი­ში­ნა, მე­რე კი გა­იქ­ცა. პილ­პი­ლი თვა­ლებ­ში შე­მე­ყა­რა და ისეთ დღე­ში ჩავ­ვარ­დი, თავ­ბედს ვიწყ­ევ­ლი­დი. ვე­ღარც "თბი­ლი­სო­ბა­ზე" სა­ქე­ი­ფოდ წა­ვე­დი და ვე­ღაც ვი­მუ­შა­ვე... ერ­თხელ კი­დევ ქალ­ბა­ტონ­მა გა­მა­ჩე­რა, კა­რი გა­მო­ა­ღო და ფას­ზე მო­მი­რიგ­და, რო­გორც კი კა­რი და­ი­ხუ­რა, მან­ქა­ნა დავ­ძა­რი. საკ­მა­ოდ დი­დი მან­ძი­ლი მქონ­და გავ­ლი­ლი, სარ­კე­ში გავ­ხე­დე, ზუს­ტი მი­სა­მარ­თი უნ­და მე­კითხა და რას ვხე­დავ: არა­ვინ ზის. მე­გო­ნა, ის ქა­ლი მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და და ისე წა­მო­ვე­დი, თურ­მე ქუ­ჩა­ში და­მი­ტო­ვე­ბი­ა. ალ­ბათ ან გი­ჟი ვე­გო­ნე, ან კარ­გა მაგ­რად მო­მაწყ­ევ­ლა.

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია