როგორი უნდა იყოს თბილისის მერი? დედაქალაქის მაცხოვრებლებმა საკუთარი მოსაზრებები Ambebi.ge-სა და "ინტერპრესნიუსზე" გამოკითხვის საშუალებით დააფიქსირეს.
გამოკითხვა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, მკითხველს საშუალებას აძლევდა თბილისის მერის ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან მათთვის სასურველი ორი ვარიანტი აერჩია. შედეგები ასე გადანაწილდა:
Ambebi.ge-ს გამოკითხულთა 39.5% ფიქრობს, რომ თბილისის მერი პირველ რიგში, გამოცდილი მენეჯერი უნდა იყოს. პატიოსნება მკითველთა 33.1%-სთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. 21.1%-სთვის სასურველია, რომ ქალაქის მერის პოზიციას თბილისელებისთვის ავტორიტეტული პიროვნება იკავებდეს, ხოლოდ 5.5% მიიჩნევს, რომ მერი გამოცდილი პოლიტიკოსი უნდა იყოს.
როგორც აღმოჩნდა, თბილისელებს თბილისის მერად, არაპოპულარული ადამიანის ყოლა ურჩევნიათ, - ამ პასუხს გამოკითხულთა 0.9% უჭერს მხარს.
გამოკითხვა უკვე დასრულებულია და მასში მონაწილეობა 7349-მა ინტერნეტმომხმარებელმა მიიღო.

რაც შეეხება "ინტერპრესნიუსის" მკითხველის არჩევანს, შედეგები ასეთია:
გამოკითხვაში მონაწილეთა 50,2% მიიჩნევს, რომ თბილისის მომავალი მერი გამოცდილი მენეჯერი უნდა იყოს. 30,4% თვლის, რომ მომავალი მერი პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს. 13,1% მომავალ მერად თბილისელებისთვის ავტორიტეტულ პიროვნებას ისურვებდა, 5,3% - გამოცდილ პოლიტიკოსს, ხოლო 1% - პოპულარულ ადამიანს.
გამოკითხვა 16 ნოემბერს დაიწყო და დღეს დამთავრდა. კითხვას 4672-მა ინტერნეტმომხმარებელმა უპასუხა.