ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. როგორც ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯილდო ყოფილ პრემიერ-მინისტრს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის დელეგაციამ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე პრეზიდენტი კიმ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ბიძინა ივანიშვილს მიღებისათვის, მისი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში.

თავის მხრივ, ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის წევრებს ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს.

მსოფლიო იურისტთა ასოციაცია წელიწადში ერთხელ, მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ორ - საერო და სასულიერო პირს არჩევს და აჯილდოებს. სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვთ რომის გარდაცვლილ პაპს იოანე პავლე მეორეს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ასევე სხვა პირებს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა