ვანო მერაბიშვილს მოსამართლე დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა

ვანო მერაბიშვილს მოსამართლე დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა

დღეს, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე გაიმართა, რაც ბრალდებულის კომენტარებმა გამოიწვია. მოსამართლე ნათია ბარბაქაძე მერაბიშვილს სასამართლო დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა, თუ ის პროვოკაციულ ქმედებებს არ შეწყვეტდა. თავის მხრივ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის განაგრძობდა განცხადებების გაკეთებას და საკუთარი უფლებების დაცვას.

პროცესზე  მოწმე მურად აბაშიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პროკურატურაში დაბარებისა, ის ბოლომდე "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი დარჩა და ბაქრაძის საარჩევნო კამპანიაშიც ჩართული იყო. შემდეგ მერაბიშვილმა ყველა მოწმეს მადლობა და ბოდიში მოუხადა. ამასთან, მერაბიშვილმა მოწმეებს ჰკითხა, თუ რამდენჯერ დაიბარეს პროკურატურაში. რაზეც ბოლო მოწმე აბაშიამ უპასუხა, რომ ის ქუთაისის პროკურატურაში ბოლოს დილით მიიყვანეს, სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა სასამრთლოში ქცევის წესები გააცნო, თუ როგორ უნდა დაედოთ ფიცი და როგორ მოქცეულიყვნენ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.  

იხილეთ ვრლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ