ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძე ხურ­ჩის ტე­რაქ­ტის მთა­ვარ დე­ტალ­ზე სა­უბ­რობს

ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძე ხურ­ჩის ტე­რაქ­ტის მთა­ვარ დე­ტალ­ზე სა­უბ­რობს

შვე­ი­ცა­რი­ა­ში მყოფ­მა ქარ­თ­ველ­მა ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ვახ­ტანგ კო­მა­ხი­ძემ თა­ვის დრო­ზე 5 წლის წინ ხურ­ჩა­ში მომ­ხ­და­რი ტე­რაქ­ტის ირ­გ­ვ­ლივ ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა აწარ­მოა და ფილ­მიც გა­და­ი­ღო. ეს თე­მა დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. კო­მა­ხი­ძეს ამ და სხვა სა­კითხებ­ზე სა­სა­უბ­როდ შვე­ი­ცა­რი­ა­ში შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, სა­დაც მან რამ­დე­ნი­მე წლის წინ პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მი­ი­ღო.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კვლავ აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბაა, თუ რა მოხ­და 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბი­სას ხურ­ჩა­ში - ეს იყო აფხა­ზუ­რი მხა­რის ნა­მოქ­მე­და­რი, თუ მარ­თ­ლა შსს-ს იმ­ჟა­მინ­დელ­მა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა და­გეგ­მეს ტე­რაქ­ტი?

- ჯერ ერ­თი, ეს ავ­ტო­ბუ­სე­ბი ყო­ველ­დღე მი­დი-მო­დი­ო­და და აფხა­ზე­ბი თავს არა­სო­დეს დას­ხ­მი­ან. ისი­ნი იმ პე­რი­ოდ­ში გა­ლის მო­სახ­ლე­ო­ბის გა­დას­ვ­ლა-გად­მოს­ვ­ლას არ ზღუ­დავ­დ­ნენ. თუ მა­ინ­ც­და­მა­ინც ტე­რაქ­ტის მოწყო­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს, უფ­რო მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ად­გი­ლი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და ამის გა­კე­თე­ბა, მსხვერ­პ­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო. მათ არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ უფ­რო მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ტე­რაქ­ტის მოწყო­ბა. ის ავ­ტო­ბუ­სე­ბი თუ აფხა­ზე­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­დან მო­დი­ო­და და თუ მა­ინც მათ ბრალ­დე­ბო­დათ, იქ ისე არ და­გეგ­მავ­დ­ნენ ტე­რაქტს. აქ მთა­ვა­რია ად­გი­ლი - მი­ტო­ვე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი, სა­დაც არა­ვინ აღარ და­დის, იმ ად­გილ­ზე ადა­მი­ა­ნის კვა­ლი არ იყო და არც ავ­ტო­ბუ­სე­ბი მოძ­რა­ობ­დ­ნენ. ის ავ­ტო­ბუ­სები, რომ­ლებ­საც თა­ვიან­თი მარ­შ­რუ­ტი ჰქონ­დათ და აფხა­ზე­თი­დან ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში ხალ­ხი გა­დაჰ­ყავ­და, სპე­ცი­ა­ლუ­რად მი­იყ­ვა­ნეს ასა­ფეთ­ქებ­ლად ისეთ უსაფ­რ­თხო ად­გილ­ზე (ქარ­თულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე), სა­დაც არა­ვინ მოძ­რა­ობს. აფეთ­ქე­ბას მსხვერ­პ­ლი არ მოჰ­ყო­ლია, კა­მე­რა და­ა­ყე­ნეს, გა­ას­წო­რეს (ეს არის ასა­ხუ­ლი ჩემს ფილ­მ­ში) და გა­და­ი­ღეს. ომის უამ­რა­ვი კად­რი ვრცელ­დე­ბა და გი­ნა­ხავთ სად­მე, ოპე­რა­ტო­რი შტა­ტივს ას­წო­რებ­დეს და ამის შემ­დეგ იწყე­ბო­დეს საბ­რ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი?

- ერ­თხანს ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან მუ­შა­ობ­დით...

- მე ვა­ნოს­თან კი არა, უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი. მიკ­ვირს, მის წი­ნა­აღ­მ­დეგ უფ­რო მე­ტი და და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ბრალ­დე­ბა რომ არა აქვთ. ვერ ვიტყ­ვი, პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბე­ბი რამ­დე­ნად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია. რო­ცა სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, მა­შინ არის დევ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი. არის კი­დევ ასე­თი ცნე­ბა - პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი დევ­ნა. რო­ცა და­ნა­შა­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით არის ჩა­დე­ნი­ლი, ასე­თი ადა­მი­ა­ნიც მი­იჩ­ნე­ვა პო­ლი­ტი­კურ ბრალ­დე­ბუ­ლად, ოღონდ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სას­ჯე­ლის და­კის­რე­ბის ნა­წი­ლი უსა­მარ­თ­ლოა. ვა­ნო სწო­რე­დაც რომ პო­ლი­ტი­კურ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს იღებ­და და ამ თვალ­საზ­რი­სით იგი შე­იძ­ლე­ბა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის პა­ტი­მა­რი. მას ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლი, ჯი­ბის ქურ­დო­ბა ხომ არ ჩა­უ­დე­ნია?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ზე­ზი­თაც შვე­ი­ცა­რი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­დით, წა­ვი­და. რო­დის აპი­რებთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- უმი­ზე­ზოდ არა­ფე­რი ხდე­ბა, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ახ­ს­ნა აქვს... დავ­ბ­რუნ­დე­ბი.

ესაუბრა ნა­ნა ფიცხე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა