ბარბარე რაფალიანცის ბაბუას თავს დაესხნენ

ბარბარე რაფალიანცის ბაბუას თავს დაესხნენ

გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ბარბარე რაფალიანცის ბაბუას ილია მექერიშვილს, წუხელ გვიან ღამით, დაუდგენელი პირები საკუთარი ეზოს შესასვლელში თავს დაესხნენ და სცემეს.

როგორც "ინტერპესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, მექერიშვილს ტრავმები სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებული თავდამსხმელების ვინაობას ვერ ასახელებს, რადგან მისივე თქმით, დარტყმიდან რამდენიმე წუთში გონება დაკარგა.

მექერიშვილების ოჯახი ინციდენტს ბოლო დღეებში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებას უკავშირებს, რომლის მიხედვით, ათი თვის ჩვილის გარდაცვალების საქმე გახსნილია, თუმცა ხელისუფლებლება არ ახმაურებს.

ოჯახი აცხადებს, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება და ეს დაშინების პირველი შემთხვევა არ არის. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ