თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ბატიაშვილი დაინიშნა

თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ალექსანდრე ბატიაშვილი დაინიშნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ალასანიამ მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე ბატიაშვილი თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. ბატიაშვილს  დღემდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. მან თავდაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე შეცვალა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ალექსანდრე ბატიაშვილი კურირებას გაუწევს ფინანსების მართვის, სახელმწიფო შესყიდვების, სამხედრო ტექნიკურ საკითხთა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტებს. ასევე, მის საკურატორო სფეროში სსიპ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი იქნება.

ალექსანდრე ბატიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ასევე, უშიშროების სამინისტროში იყო კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის განყოფილების უფროსი. შემდეგ, უშიშროების სამინისტროს კონტრსაბოტაჟისა და ეკონომიკური კონტრდაზვერვის დეპარტამენტის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

2003-2004 წლებში უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2004 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი იყო. მოგვიანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ასევე, გავლილი აქვს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიის სპეციალური მომზადების კურსები.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა