დავით ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

დავით ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

დავით ნარმანია მზად არის თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ნარმანიამ განუცხადა, მერობის კანდიდატად ის კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ დაასახელა.

"ამასთან დაკავშირებით კოალიციაში იყო კონსულტაციები. კოალიციამ მიიღო გადაწყვეტილება და სადაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო, მზად ვარ იქ ვიყო. შესაბამისად, მერის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ", -განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია ამ დროისათვის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს იკავებს.

თბილისის მერის არჩევნები 2014 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა