პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალურ მდივნად კი კახი კალაძე აირჩიეს

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალურ მდივნად კი კახი კალაძე აირჩიეს

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალურ მდივნად კი კახი კალაძე აირჩიეს. ეს გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დელეგატებმა ერთხმად მიიღეს.

დღესვე დამტკიცდა ახალი წესდებაც, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა პარტიის საპატიო თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

ახალი წესდების თანახმად, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ავტომატურად შევა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მას უხელმძღვანელებს.

პარტიის გენერალურ მდივნად კახი კალაძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა.

"პარტიის გენერალურ მდივნად გთავაზობთ კახი კალაძის კანდიდატურას, რომელიც გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში, გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით. ჯერ სულ ახალგაზრდაა პოლიტიკაში და, ნახეთ, როგორი შესაშური მიზანსწრაფულობა და შეუპოვრობა გამოიჩინა. ყველაფერთან ერთად, კახი ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია.

ასე რომ, პარტიას საიმედო ხელში ვტოვებ",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა