რუსეთში მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ ურთიერთობები გაუმჯობესდება

რუსეთში მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ ურთიერთობები გაუმჯობესდება

რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემებით, გამოკითხული მოსახლეობის 56% მოელის, რომ საქართველოში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდება. ამ მხრივ, ნეგატიურ პროგნოზს აკეთებს რუსეთის მოსახლეობის 7%, გამოკითხულთა 23 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში არაფერი შეიცვლება.

ამასთან, ВЦИОМ-ის გამოკითვის თანახმად, რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს რესპონდენტები ხუთქულიანი შკალით 2,74 ქულით აფასებენ.

რუსეთის მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება, საპირისპირო აზრი აქვს რესპოდენტთა 13%-ს.

"უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 35%-ის აზრით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არანაირად არ აისახება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, 29% მიიჩნევს, რომ ეს ნეგატიურად აისახება, 17 პროცენტი კი პოზიტიურად", - ნათქვამია ВЦИОМ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა გამოკითხვა 2-3 ნოემბერს ჩაატარა და ქვეყნის 42 რეგიონის 130 დასახლებულ პუნქტში 1 300 ადამიანი გამოკითხა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა