საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სამეფო ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"მას შემდეგ, რაც ჩემი ვაჟი - გიორგი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მონათლა და უფლისწული უწოდა, საზოგადოებაში არაერთხელ გაისმა საჯარო განცხადებები და მოწოდებები კონსტუტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით.

მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს მოწოდებები ჩემთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა და რომ ჩემი ოჯახი მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ პროცესში.

ჩვენი მხრიდან არ გადაიდგმება არც ერთი ნაბიჯი ქართველ ხალხთან და ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, რომელმაც იბრძოლა ჩვენი ერისა და ასევე ჩემი ოჯახის თავისუფლებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს დავით ბაგრატიონ მუხრანელ ბატონიშვილი აწერს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია