ჩა­ძი­რუ­ლი ტაძ­რე­ბი საქართველოში

ჩა­ძი­რუ­ლი ტაძ­რე­ბი საქართველოში

გვსურს, იმ ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­გითხ­როთ, რომ­ლე­ბიც ახ­ლო წარ­სულ­ში წყალ­სა­ცა­ვებ­მა შთან­თ­ქეს. წალ­კის, ჟინ­ვა­ლი­სა და სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვები, ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით, 20-წლი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით აშენ­და. სა­მი­ვე მათ­გა­ნის ფსკერ­ზე ქარ­თუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტაძ­რე­ბია ჩა­ძი­რუ­ლი. წყალ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის შე­სა­ხებ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, გე­ოგ­რა­ფი­ის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი დვა­ლაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფო­ტო­მა­სა­ლაც მას­ვე ეკუთ­ვ­ნის.

"წალ­კის წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა 1943 წელს და­იწყო. წყალ­სა­ცა­ვი თა­ვი­სი მო­ცუ­ლო­ბით საქა­რ­თ­ვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დი­დია, მი­სი ფარ­თო­ბი 33, 7 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რია, სიღ­რ­მე კი 25 მეტ­რი. 1946 წელს, რო­დე­საც ტე­რი­ტო­რია და ტა­ძა­რი იტ­ბო­რე­ბო­და, კო­მუ­ნის­ტებ­მა იმ ად­გი­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა გა­და­ა­სახ­ლეს და გარ­შე­მო ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი ააგეს, ძვე­ლი სოფ­ლე­ბი, სა­საფ­ლა­ო­ე­ბი კი წყლის ქვეშ მო­ექ­ცა. წალ­კის წყალ­სა­ცავ­ში X სა­უ­კუ­ნის ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტა­ძა­რია ჩა­ძი­რუ­ლი. ეკ­ლე­სი­ის ნახ­ვა დე­კემ­ბ­რი­დან აპ­რი­ლამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მა­შინ რო­დე­საც წყლის დო­ნე იკ­ლებს და ტა­ძარ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს მხო­ლოდ ტაძ­რის კედ­ლე­ბია შე­მო­ნა­ხუ­ლი, სა­ხუ­რა­ვი და სა­კურ­თხე­ვე­ლი კი ჩა­მოშ­ლი­ლია. ყვე­ლა­ზე უკეთ ეკ­ლე­სი­ის სამ­ხ­რე­თი კე­დე­ლია შე­მორ­ჩე­ნი­ლი. მცი­რე ფრაგ­მენ­ტებს თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით, შე­ვამ­ჩ­ნევთ, რომ ტა­ძა­რი მო­ხა­ტუ­ლი იყო. ასე­ვე, კარ­გად ჩანს ორ­ნა­მენ­ტე­ბი და რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ტა­ძა­რი ნელ-ნე­ლა ინ­გ­რე­ვა".

ჟინ­ვა­ლის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ტა­ძა­რი - "XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აშე­ნე­ბუ­ლი "ჯვა­რი­პა­ტი­ო­სა­ნის" სა­ხე­ლო­ბის ბა­ზი­ლი­კუ­რი, საკ­მა­ოდ დი­დი ეკ­ლე­სია, დამ­ხ­მა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბით, წყლის ქვეშ მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ჟინ­ვალ­ში 1985 წელს კო­მუ­ნის­ტებ­მა წყალ­სა­ცა­ვის მშე­ნებ­ლო­ბა და­იწყეს. ტა­ძა­რი სოფ­ლებ­თან და ყე­ლის ცი­ხის სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბილ ცი­ხე­სი­მაგ­რეს­თან ერ­თად 1985 წელს ჩა­ი­ძი­რა. ცნო­ბი­ლია, რომ წყალ­სა­ცა­ვის ნაც­ვ­ლად, აქ რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი სო­ფე­ლი, ბა­ზა­რი და ცენ­ტ­რა­ლუ­რი გზა ყო­ფი­ლა. ტა­ძა­რი 30 წე­ლია, რაც წყალ­შია და მას ჭე­რი დღემ­დე აქვს შე­მორ­ჩე­ნი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი ნგრე­ვა გარ­და­უ­ვა­ლია, რად­გან ის წალ­კის ტაძ­რის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, წელიწადში ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში წყლის ქვეშ არის.

სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­­ძი­რუ­ლი ტა­ძა­რი - "სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვი და­ბა სი­ონ­სა და სო­ფელ ლე­ლო­ვანს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. ცნო­ბი­ლია, რომ ლე­ლო­ვა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, XI-XII სა­უ­კუ­ნეების ძეგ­ლი, ბა­ზი­ლი­კუ­რი ტი­პის ტა­ძა­რი იდ­გა. ვიდ­რე კო­მუ­ნის­ტე­ბი ტე­რი­ტო­რი­ას დატ­ბო­რავ­დ­ნენ, ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბი და­ნომ­რეს და თბი­ლი­სის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში გა­და­აბ­რ­ძა­ნეს, სა­დაც ტაძ­რის მა­კე­ტიც მო­ა­თავ­სეს, რაც სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რულ ტა­ძარ­ზე წარ­მოდ­გე­ნას ქმნის. ტა­ძა­რი 1963 წელს ჩა­ძი­რეს. რო­დე­საც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დატ­ბორ­ვა ხდე­ბო­და, არ იყო აღ­წე­რი­ლი, რა იტ­ბო­რე­ბო­და. უც­ნო­ბია, წყალ­სა­ცა­ვებ­ში სა­ერ­თოდ რამ­დე­ნი ტა­ძა­რი და ნა­გე­ბო­ბაა ჩა­ძი­რუ­ლი. ცნო­ბი­ლია, რომ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვია გა­და­ჭი­მუ­ლი, ის­ტო­რი­უ­ლი ჟა­ლე­თის ტე­რი­ტო­რია იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტე­ბით. გა­მო­რიცხუ­ლი არ არის, რომ იქ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგ­ლე­ბი იყოს დატ­ბო­რი­ლი. სი­ო­ნის წყალ­სა­ცავ­ში ჩა­ძი­რუ­ლი ტა­ძ­რის მცი­რე ნან­გ­რე­ვი კი, სამ­წუ­ხა­როდ, იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა".

მოამზადა ლამუნა ირემაშვილმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია