რა ურჩია ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს

რა ურჩია ჰიტლერის პირადმა ექიმმა ცისანა ტატიშვილს

საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ზაქარია ფალიაშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, შვეიცერის საპატიო მედლის მფლობელი, ღირსების ორდენოსანი ცისანა ტატიშვილი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი სოპრანოა, რომელსაც 40-წლიანი ბრწყინვალე კარიერისთვის 2010 წელს თბილისის ოპერის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

იშვიათი სილამაზისა და ძალის დრამატული სოპრანო ნებისმიერ ვოკალურ სირთულეს ძლევდა. მის რეპერტუარში იყო უამრავი სხვადასხვა ტიპის საოპერო ნაწარმოები. რიჰარდ შტრაუსის ''სალომეას'' შესრულება საბჭოთა სივრცეში, პრაქტიკულად, მხოლოდ მან შეძლო და მონსერატ კაბალიესა და ბირგიტ ნილსონთან ერთად მსოფლიო სამეულში შევიდა. ქალბატონ ცისანას ევროპის მრავალ თეატრში უმღერია, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც თბილისის ოპერის სცენა იყო... სიმღერის სიყვარული ბავშვობიდანვე გაუღვივდა. 6 წლის იყო, როცა კინოთეატრში დედასთან ერთად ''დიდი ვალსი'' უნახავს, სწორედ მილიცა კორიუსის შთამბეჭდავმა სიმღერამ და თამაშმა გადააწყვეტინა საოპერო მომღერლობა...

- ბავშვობა თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში გავატარე. დედა - ქეთევან ზანდუკელი, მე და ჩემს ძმას მარტო გვზრდიდა. მისი მოგონებებითა და მონაყოლით ვიცნობდით მამას. მამას, ბეჟან ტატიშვილს, თავის დროზე პარიზში სილამაზის კონკურსში გაუმარჯვია, შემდეგ ირკუტსკში მიუღია სამხედრო განათლება და სამშობლოში დაბრუნებულა. ერთხანს სამხედრო კომისარი იყო, შემდეგ უნივერსიტეტში სამხედრო კათედრას ხელმძღვანელობდა. ერთ ავბედით საღამოს, მეუღლისა და ახალდაბადებული ქალიშვილის მონახულების შემდეგ, სამშობიაროდან სახლში დაბრუნებულა, ამის შემდეგ მამა აღარავის უნახავს. მოგვიანებით გაიგო დედამ, რომ მისი მეუღლე დააპატიმრეს, გადაასახლეს და დახვრიტეს. დედა მეორედ აღარ გათხოვილა, იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა, მუშაობა დაეწყო და შვილების აღზრდაზე ეზრუნა.

- ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს პროფესიულ არჩევანს?

- ჩემს ძმას ძალიან უნდოდა მემღერა. ამ მხრივ სრულ მხარდაჭერას ვგრძნობდი. დედამ ხმის გასასინჯად სანდრო ინაშვილთან მიმიყვანა, რომელმაც მომისმინა, აღფრთოვანებულმა შემოჰკრა ტაში და თქვა: ''შენი ლამაზი, ძლიერი ხმა მოგცემს საშუალებას, ნამდვილი ვარსკვლავი დადგე და ჩვენი სამშობლო ასახელო'' . თავის ასისტენტ გულნარა ქართველიშვილს უხმო და დაავალა, ჩემთან მეცადინეობა დაეწყო. თავად მაესტრო მძიმედ ავად გახლდათ, ლოგინს იყო მიჯაჭვული, ამიტომ ჩემთან მუშაობას ვერ შეძლებდა.

ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო ჩემი ძმა. კიდევ ერთი დიდი გულშემატკივარი მყავდა, გოგი თოთიბაძე - ჩემი მეუღლე, მეგობარი, ბრწყინვალე ადამიანი და ფერმწერი. ოჯახი სიყვარულით შევქმენით. ყოველთვის ერთმანეთის ურთიერთგაგება და დიდი პატივისცემა გვქონდა. სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ გოგი მეტად ელეგანტური და მომხიბლავი ადამიანი იყო. ის ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ქართული ენის გრამატიკის შემდგენელის სილოვან ხუნდაძის შვილიშვილი გახლდათ. ჩემი მეუღლე ჩემი შემოქმედების ზუსტი და ობიექტური შემფასებელიც იყო, რაშიც მას მუსიკალური განათლებაც ეხმარებოდა. ათი წლის განმავლობაში თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო. თითქმის ოცდაათი წელი ცოლ-ქმარი ვიყავით და ამ ხნის განმავლობაში როგორც მე ვღელავდი მის გამოფენებზე, ისე ის კარგავდა სიმშვიდეს ჩემი სპექტაკლების დროს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია