"ბინ­ძუ­რი ომის" საქ­მე - პოლიტიკური ტერორიზმის სკანდალი საქართველოს შეძრავს

"ბინ­ძუ­რი ომის" საქ­მე - პოლიტიკური ტერორიზმის სკანდალი საქართველოს შეძრავს

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნაცხა­და, რომ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მე­ებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და უახ­ლო­ეს ხან­ში მო­სახ­ლე­ო­ბა გა­ი­გებს, თუ რო­გორ ხდე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ და­კარ­გ­ვა. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა­ვე თქმით, გა­ტა­ცე­ბი­სა და ლიკ­ვი­და­ცი­ის საქ­მე­ებ­ში წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლი იკ­ვე­თე­ბა. მარ­თა­ლია, მას არ და­უ­კონ­კ­რე­ტე­ბია, რო­მე­ლი საქ­მე­ე­ბი მოხ­ვ­და გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რეს­თა ნუს­ხა­ში, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, მათ შო­რის უნ­და იყოს ორი ქარ­თ­ვე­ლი მზვე­რა­ვის - პა­ა­ტა ქარ­და­ვას და რო­ინ შა­ვა­ძის საქ­მე­ე­ბი. თუმ­ცა სა­ნამ ამ საქ­მე­ებ­ზე ვი­სა­უბ­რებთ, უნ­და ვთქვათ, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო ტე­რო­რიზ­მის ფორ­მას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბას, მათ ლიკ­ვი­და­ცი­ას და მათ "გაქ­რო­ბას" გუ­ლის­ხ­მობს, და­სავ­ლეთ­ში "ბინ­ძურ ომს" უწო­დე­ბენ. ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, რო­დის გა­იხ­ს­ნე­ბა "ბინ­ძუ­რი ომის" საქ­მე. თუმ­ცა ალბათ, ეს მა­ინ­ც­და­მა­ინც შო­რე­უ­ლი პერ­ს­პექ­ტი­ვა არ არის და სავარაუდოდ, პოლიტიკური ტერორიზმის სკანდალი საქართველოს შეძრავს.

რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბით მოცულ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას, შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2008 წლის 27 აგ­ვის­ტოს ზუგ­დი­დის ცენ­ტ­რი­დან და­ი­კარ­გა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი პა­ა­ტა ქარ­და­ვა. იმა­ვე დღეს მი­სი ავ­ტო­მან­ქა­ნა სო­ფელ კოკ­თან, მდი­ნა­რე ენ­გუ­რის სი­ახ­ლო­ვეს იპო­ვეს...

2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს კი სოდ-ის სპეც­რაზ­მ­მა ბა­თუ­მის ცენ­ტ­რ­ში და­ა­კა­ვა ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს მზვე­რა­ვი, უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი რო­ინ შა­ვა­ძე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შა­ვა­ძე აჭა­რა-გუ­რი­ის საზღ­ვარ­ზე, სო­ფელ ქა­ქუთ­თან დახ­ვ­რე­ტი­ლი იპო­ვეს. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შა­ვა­ძე ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მო და­ა­კა­ვეს, ეტა­პი­რე­ბი­სას კი გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და და ჩაცხ­რი­ლეს. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ცნო­ბი­ლია, რომ შა­ვა­ძეც ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა ამ ბრალ­დე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­ს­ნე­ლია...

ქრის­ტი­ნე ქარ­და­ვა, პა­ა­ტა ქარ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი:

- 2008 წლის 27 აგ­ვის­ტოს მე და მა­მა ერ­თად გა­ვე­დით ში­ნი­დან. და­ახ­ლო­ე­ბით 11 სა­ათ­ზე მა­მამ ზუგ­დი­დის ბაზ­რის კარ­თან დამ­ტო­ვა, თვი­თონ სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და და მითხ­რა, საქ­მეს რომ მო­ი­თა­ვებ, და­მი­რე­კე და გა­მო­ვა­ლო. რო­დე­საც და­ვუ­რე­კე, მითხ­რა, რა­ღაც საქ­მე გა­მო­მიჩ­ნ­და, სას­წ­რა­ფოდ უნ­და წა­ვი­დე, შენ ტაქ­სით წა­დი და მა­ლე მო­ვა­ლო. მას შემ­დეგ ხუ­თი წე­ლი გა­ვი­და და მა­მა­ზე ვე­რა­ფე­რი შე­ვიტყ­ვეთ...

დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გან­გა­ში ავ­ტე­ხეთ, ვი­ნა­ი­დან სა­მი­ვე ტე­ლე­ფო­ნი გა­მორ­თუ­ლი ჰქონ­და. და­ვიწყეთ ძებ­ნა, ავაწ­რი­ა­ლეთ სა­მე­გობ­რო წრე, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. კო­კი-ხურ­ჩის საზღ­ვ­რის­კენ წა­სულ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გა­ნაცხა­დეს, პა­ა­ტა ქარ­და­ვას მან­ქა­ნა კო­კი-ხურ­ჩის საზღ­ვარ­ზე იყო, დაგ­ვი­რე­კეს, წა­მოგ­ვეყ­ვა­ნა და ახ­ლა დარ­ჩე­ლის პო­ლი­ცი­ა­შიაო.

რო­გორც შემ­დეგ შე­ვიტყ­ვეთ, მა­მას მან­ქა­ნა 27 აგ­ვის­ტოს 12 სა­ა­თის­თ­ვის ხო­ბის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პირ­ველ მა­ის­თან უნა­ხავთ. პატ­რუ­ლის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლია და მან ჩვე­ნე­ბა­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ მან­ქა­ნა ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იდ­გა ამ სო­ფელ­ში დან­გ­რე­ულ შე­ნო­ბას­თან. ჩე­მი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ სა­ღა­მოს­ვე წა­ვიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად. თვით­მ­ხილ­ველ­თა შო­რის იყო არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი, რომ­ლის აღ­წე­რი­ლო­ბაც მა­მას ჩაც­მუ­ლო­ბა-გა­რეგ­ნო­ბას ემ­თხ­ვე­ო­და. მი­სი მო­ნა­ყო­ლით, მა­მა გად­მო­უყ­ვა­ნი­ათ მან­ქა­ნი­დან - აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით არ მოქ­მე­დებ­და, არ ვი­ცი, ან ნას­ვა­მი იყო, ან გა­თი­შულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შიო. თა­ვი­სი "მერ­სე­დე­სი­დან" გა­და­უს­ვამთ ჯიპ­ში და თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­უყ­ვა­ნი­ათ. რო­გორც ჩანს, შემ­დეგ მა­მას "მერ­სე­დე­სი" კო­კი-ხურ­ჩის საზღ­ვ­რის­კენ წა­მო­იყ­ვა­ნეს, რა­თა ორი­ენ­ტა­ცია აფხა­ზე­თის­კენ გვქო­ნო­და. მე­სა­მე დღეს საქ­მე გა­ტა­ცე­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

იყო ასე­თი ვერ­სია - თით­ქოს მა­მა იყო ჯა­შუ­ში, მან სამ­შობ­ლოს უღა­ლა­ტა და გა­იქ­ცა აფხა­ზეთ­ში, თუმ­ცა ეს ვერ და­ა­დას­ტუ­რეს. გვეუბნებოდნენ, თით­ქოს მა­მა აფხა­ზებს ჰყავ­დათ და ტყვე­ზე უნ­დო­დათ მი­სი გაც­ვ­ლა. აფხა­ზეთ­ში უამ­რა­ვი ნაც­ნო­ბი და ნა­თე­სა­ვი გვყავს, მათ გვითხ­რეს, აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ არისო.

- რა ვერ­სია გაქვთ ოჯახს, ვის­ზე ან რა­ზე გაქვთ ეჭ­ვი? იქ­ნებ ეს ყვე­ლა­ფე­რი მის სა­დაზ­ვერ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა?

- ხელს ვე­რა­ვის და­ვა­დებთ. ფაქ­ტია, წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია ამ საქ­მის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად. და­იწყეს მოჩ­ვე­ნე­ბი­თი გა­მო­ძი­ე­ბა და შემ­დეგ საქ­მე თა­რო­ზე შე­მო­დეს. არ გა­მოვ­რიცხავთ, რომ მან ისე­თი რამ იცო­და, რაც არ უნ­და სცოდ­ნო­და და ამი­ტომ გა­აქ­რეს, მაგ­რამ ეს ვერ­სი­ის დო­ნე­ზე რჩე­ბა და რით და­ვამ­ტ­კი­ცო?

ცი­ცი­ნო შა­ვა­ძე, რო­ინ შა­ვა­ძის ქვრი­ვი:

- ჩე­მი მე­უღ­ლის გა­ტა­ცე­ბა-მკვლე­ლო­ბა­ში წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კვა­ლი რომ იკ­ვე­თე­ბა, უდა­ვოა. წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას 5 წე­ლი კი არ დას­ჭირ­დე­ბო­და, ამი­სათ­ვის 5 დღეც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბო­და. ჩემს ქმარს არც მტრე­ბი ჰყავ­და და არც ბრძო­ლის ვე­ლი და­უ­ტო­ვე­ბია 2008 წელს, რო­გორც ეს სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­ინ­მა რა­ღაც იცო­და, მათ სა­ი­დუმ­ლოს გამ­ჟ­ღავ­ნე­ბის შე­ე­შინ­დათ ამი­ტო­მაც მო­ი­შო­რეს. რო­ი­ნი მთა­ვა­რი მზვე­რა­ვი იყო და უამ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და. და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­ყი­დეს ომის დროს ხალ­ხი და ქვე­ყა­ნა.

- გვი­ამ­ბეთ იმ სა­ბე­დის­წე­რო დღის შე­სა­ხებ...

- რო­ი­ნი 15 აგ­ვის­ტოს ჩა­მო­ვი­და ომი­დან და სამ­სა­ხურ­ში გა­მოცხად­და. მე­ო­რე დღეს აიყ­ვა­ნეს ბა­თუმ­ში და მის ასა­ვალ-და­სა­ვალს ვე­ღარ­სად მი­ვაკ­ვ­ლი­ეთ. ბო­ლოს გვითხ­რეს, და­ი­ჭი­რეს და თბი­ლის­ში წა­იყ­ვა­ნე­სო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უბ­ნის პო­ლი­ცი­ი­დან მოგ­ვად­გ­ნენ და გვითხ­რეს, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს რე­ა­ნიმა­ცი­ა­შიაო. მი­ვე­დით და უკ­ვე პრო­ზექ­ტუ­რა­ში დაგ­ვ­ხ­ვ­და. ჩემს ქმარს 24 ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი - ფე­ხე­ბი, ხე­ლე­ბი, თი­თე­ბი, კი­სე­რი, დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი ჰქონ­და, წელ­შიც გა­და­ტე­ხი­ლი იყო და ამათ რომ უს­მი­ნოთ, ასე­თი და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი თურ­მე გარ­ბო­და. გა­ირ­კ­ვე­ვა ყვე­ლა­ფე­რი, ვინ მო­ღა­ლა­ტეა და ვინ - მტე­რი. კაცს 15 ორ­დე­ნი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, ან რა უნ­და ეთ­ქ­ვათ, სი­გე­ლებ­სა და ორ­დე­ნებს ვის ვაძ­ლევ­დით, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­სო? ისიც კი და­აბ­რა­ლეს, ნარ­კო­ტი­კე­ბი ჰქონ­და ჯი­ბე­შიო. არა­და, 200 კა­ცი და­ი­კითხა და ყვე­ლამ თქვა, არც კი გა­უჩხ­რე­კი­ა­თო. მე­რე გვით­ვ­ლიდ­ნენ, აგე­რაა მკვლე­ლი "მა­ი­მუ­ნა" (ბა­თუ­მის კუდ-ის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გი­ორ­გი ჩი­ქო­ვა­ნი) და მო­კა­ლი­თო. ისიც გვითხ­რეს, 50 000 აიღეთ და გა­ჩუმ­დი­თო. და­ფა­რუ­ლი ნომ­რე­ბი­დან გვი­რე­კავ­დ­ნენ და გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, დაგ­ხო­ცავთ, სო­ფელ­ში წყალს მო­გი­წამ­ლავ­თო. ჩვენ მა­შინ არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ და ახ­ლა რა გაგ­ვა­ჩე­რებს?

ოპე­რა­ცია "კონ­დო­რი"

სა­ხელ­მ­წი­ფო ტე­რო­რიზ­მ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ფარ­თო მას­შ­ტა­ბებს არ­გენ­ტი­ნა­ში 1976-1983 წლებ­ში, სამ­ხედ­რო ხუნ­ტის მმარ­თ­ვე­ლო­ბის დროს მი­აღ­წია - ის ოპე­რა­ცია "კონ­დო­რის" ნა­წი­ლი იყო. ხუნ­ტამ 10 ათა­სი ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნა, 30 ათა­სი კი უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ "გა­აქ­რეს". 2012 წელს ხუნ­ტის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი ხორ­ხე ვი­დე­ლი და რე­ი­ნალ­დო ბი­ნი­ო­ნე და­ა­კა­ვეს და დამ­ნა­შა­ვედ ცნეს მა­სობ­რივ გა­ტა­ცე­ბებ­სა და მკვლე­ლო­ბებ­ში. მათ შე­სა­ბა­მი­სად, 30 და 50 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თა შე­უ­ფარ­დეს.

ნა­ნა ფიცხე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა