"დანგრეულ შენობაში ცხოველებზე ცდებს ატარებენ"

"დანგრეულ შენობაში ცხოველებზე ცდებს ატარებენ"

ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა ყვე­ლა ქვეყ­ნის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით ის­ჯე­ბა, თუმ­ცა, ბო­ლო­ხანს გახ­ში­რე­ბუ­ლი შემ­ზა­რა­ვი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ამ სფე­რო­ში ცვლი­ლე­ბე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა. ამ აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თ-ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი სას­ტიკ მოპყ­რო­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 259-ე მუხ­ლი არე­გუ­ლი­რებს, მაგ­რამ მუხ­ლი გა­უ­მარ­თა­ვია - სულ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით არის ნათ­ქვა­მი, თუ რას ნიშ­ნავს "სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა", რაც ჩვენ­ში, მაქ­სი­მუმ, 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ან ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მთა­ვა­რი კი ის არის, რომ სა­მარ­თა­ლ­დამ­ცა­ვე­ბი ამ კა­ნონს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ აღას­რუ­ლე­ბენ, მკვდა­რი მუხ­ლი­ა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ველ­თა მი­მართ გა­მო­ჩე­ნი­ლი სი­სას­ტი­კი­სათ­ვის ჯერ არა­ვინ დას­ჯი­ლა, ეგ კი არა, 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის გა­დახ­დი­თაც არა­ვინ იწუ­ხებს თავს. ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში კი კარ­გად ჩანს, რა არის სას­ტი­კი მოპყ­რო­ბა - იქ ძაღ­ლის დაბ­მა, ცუდ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნაც კი სას­ტიკ მოპყ­რო­ბად ით­ვლე­ბა, 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას და 100.000 დო­ლა­რამ­დე ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­ცა ხდე­ბა ისე­თი შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტე­ბი, რო­გო­რი­ცაა ცე­ლო­ფა­ნის პარ­კით უსუ­სუ­რი ლეკ­ვე­ბის, კნუ­ტე­ბის ნაგ­ვის ბუნ­კერ­ში გა­დაყ­რა ან და­სა­ხიჩ­რე­ბა, ვი­ძა­ხებთ პატ­რულს, რომ სი­სას­ტი­კის ფაქ­ტი და­დას­ტურ­დეს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გვქონ­დეს. ახ­ლა­ხან ერ­თ-ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუ­ტის­თვის მო­ი­პა­რეს ძაღ­ლი (სა­ყე­ლო­ი­ა­ნი ნა­ხევ­რად ევ­რო­პუ­ლი ნა­გა­ზი), რა­თა მას­ზე სა­მე­დი­ცი­ნო ცდე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, ძაღლს მი­ვა­გე­ნით და ვიხ­სე­ნით, გა­მო­ვი­ძა­ხეთ პატ­რუ­ლიც, მაგ­რამ ისიც არ გა­მო­იკ­ვლი­ეს, რომ ვი­ვა­რი­უ­მი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ცდე­ბი ტარ­დე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბა­ა. ბო­ლო­ხანს ძალ­ზე გახ­შირ­და კნუ­ტე­ბის, ლეკ­ვე­ბის გა­დაყ­რა ბუნ­კე­რებ­ში, ამ ფაქ­ტე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ად­ვი­ლი­ა, იქ­ვე, სა­მე­ზობ­ლო­ში ხდე­ბა, - გლდა­ნი­დან სა­ბურ­თა­ლო­ზე არა­ვინ წა­ვა ლეკ­ვების სა­ნაგ­ვე­ზე გა­და­საყ­რე­ლად, ისი­ნი ოჯა­ხი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი ცხო­ვე­ლე­ბი­ა, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბით თავს არ იწუ­ხებს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან "პატ­რო­ნი­ა­ნი" ძაღ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ისი­ნი სარ­და­ფებ­სა და გა­რა­ჟებ­ში ჰყავთ გა­მომ­წყვდე­უ­ლი. რო­ცა ასეთ ად­გი­ლებ­ში პო­ლი­ცია მიგ­ვყავს, მათ კა­ნო­ნით, და­კე­ტილ, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ფარ­თობ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბაც არა აქვთ, ამას სა­სა­მარ­თლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. რომც შე­ვი­დეს, პატ­რო­ნი ეტყ­ვის, - რა მოხ­და, ძაღ­ლი გა­რაჟ­ში მყავ­სო! შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი მოხ­და ლი­ლო­ში, სა­დაც ხელ­კე­ტე­ბი­თა და არ­მა­ტუ­რით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ ორი ძაღ­ლი მოკ­ლა, გა­ი­ძა­ხოდ­ნენ: ცო­ფი­ა­ნე­ბი არი­ა­ნო, მე­რი­ის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა სამ­სა­ხურ­მა ჩვენ­თან უკ­ვე მკვდა­რი ძაღ­ლე­ბი მო­იყ­ვა­ნა, ახ­ლა­ხან რამ­დე­ნი­მე მო­წამ­ლუ­ლი ძაღ­ლიც მოგ­ვიყ­ვა­ნეს...

- არის თუ არა ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ერ­თ-ერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ცხო­ვე­ლე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცი­ა?

- უცხ­ო­ეთ­ში ხდე­ბა არა მარ­ტო ქუ­ჩის ძაღ­ლე­ბის, არა­მედ კერ­ძო მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბის სტე­რი­ლი­ზა­ცი­აც. ჩვენ­თან კი ჯი­ში­ან ძაღლს ყი­დუ­ლო­ბენ და მე­რე ყვე­ლა ამ­რავ­ლებს, იცი­ან ეს საქ­მე თუ არა, რაც კა­ტას­ტრო­ფა­ა. ის, რომ ქუ­ჩის ძაღ­ლებს სტე­რი­ლი­ზა­ცი­ა, კას­ტრა­ცი­ა, ვაქ­ცი­ნა­ცია უნ­და ჩა­უ­ტარ­დეს, ისე­ვე უდა­ვო­ა, რო­გორც ორ­ჯერ ორი ოთხ­ი­ა. თუ გვინ­და სი­ტუ­ა­ცია ისე მო­ვა­წეს­რი­გოთ, რო­გორც ეს ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში­ა, სა­დაც უპატ­რო­ნო ძაღ­ლი ისე­ვე არ არ­სე­ბობს, რო­გორც უპატ­რო­ნო ბავ­შვი, მა­თი გამ­რავ­ლე­ბა უნ­და შემ­ცირ­დეს, რაც ჰუ­მა­ნურ მე­თო­დად ით­ვლე­ბა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია