15 000 წლის წინ ევროპელთა და აზიელთა წინაპრები ერთ ენაზე საუბრობდნენ

15 000 წლის წინ ევროპელთა და აზიელთა წინაპრები ერთ ენაზე საუბრობდნენ

15 000 წლის წინ ევროპელ და აზიელ ხალხთა წინაპრები საერთო ენაზე საუბრობდნენ, მიაჩნიათ აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის მეცნიერებს.

მეცნიერებმა ისეთი სიტყვების, როგორიცაა "დედა" (mother), "ზიდვა" (to pull) და "კაცი" (man) რეკონსტრუქცია მოახერხეს და განაცხადეს, რომ შესაძლოა ასე მონადირე-შემგროვებლები საუბრობდნენ, რომლებიც კავკასიის რეგიონში ცხოვრობდნენ. ადამიანის უნივერსალური ენის იდეას ბიბლიამდე მივყავართ. თუმცა ყველა ენათმეცნიერი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ წარსულში ყველას ერთი ენა ჰქონდა. ბევრი მკვლევარი დღემდე ამტკიცებს, რომ მათ მხოლოდ 3 000 ან 4 000 წლის წინანდელი ენის ძირების კვლევა შეუძლიათ.

დიდ ბრიტანეთში მდებარე კვლევითი უნივერსიტეტის University of Reading-ის მეცნიერი მარკ პეიგელი ამბობს, რომ თანამედროვე ენაში ზოგიერთი სიტყვა რადიკალურად შეიცვალა; მათ ის 23 სიტყვა დაადგინეს, რომლებიც შესაძლოა 15 000 წლის წინ მცხოვრებ ადამიანთა ენებშიც იყო. ამ სიტყვებს შორისაა "I" (მე), "mother" (დედა), "male" (მამაკაცი), "fire" (ცეცხლი), "hand" (ხელი) და "to hear" (სმენა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თანამედროვე ადამიანი ქვის ხანის წინაპარს შეხვდებოდა, მათ შეეძლოთ რამდენიმე მარტივი სიტყვა წარმოეთქვათ და საუბრის შინაარსი გაეგოთ.

მეცნიერების აზრით, ეს კვლევა შესაძლებლობას იძლევა, რომ მეცნიერებმა ენათმეცნიერული ცნობები გააერთიანონ.

მომზადებულია livescience.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია