გიორგი მარგველაშვილი უკვე ვილნიუსში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილი უკვე ვილნიუსში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკვე ვილნიუსში იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ვილნიუსიდან იუწყება, გიორგი მარგველაშვილი ლიტვის დედაქალაქში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდა.

ვილნიუსში ასევე იმყოფებიან საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ვანო მაჭავარიანი.

დაახლოებით ერთ საათში გიორგი მარგველაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდება. დღესვე დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების პრეზიდენტთან. შეხვედრები მედიისთვის დახურულია.

დღის ბოლოს გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ოფიციალურ სადილს დაესწრება. ხვალ კი დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარულ სესიაზე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა