ქვეითად მოსიარულეები 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან

ქვეითად მოსიარულეები 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან

ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით დაჯარიმდებიან.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა. ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

აქამდე მოქმედებდა კანონი, რომლის თანახმად, ქვეითად მოსიარულის, ველოსიპედისტის, მზიდავის და გზით მოსარგებლე სხვა პირის მიერ საგზაო მოძრაობის რეგულირების სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფა იწვევდა ჯარიმას 3 ლარის ოდენობით.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტით, 3-ლარიანი ჯარიმა 10 ლარამდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ