თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტო­რი - რა­ტომ გახ­შირ­და მო­ზარ­დთა სუ­ი­ცი­დი საქართველოში

თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტო­რი - რა­ტომ გახ­შირ­და მო­ზარ­დთა სუ­ი­ცი­დი საქართველოში

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­შირ­და მო­ზარ­დე­ბის მი­ერ სი­ცოცხ­ლის თვით­მკვლე­ლო­ბით დას­რუ­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი. თუმ­ცა მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სტა­ტის­ტი­კუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი რე­ა­ლურ სუ­რათს ვერ ასა­ხავს. ამა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს ის, რომ არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს თვით­მკვლე­ლო­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა. ფსი­ქო­ლო­გი ვახ­ტანგ ნა­და­რე­იშ­ვი­ლი "ყვე­ლა სი­ახ­ლეს" ახალ­გაზ­რდებ­ში თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბის გახ­ში­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ესა­უბ­რე­ბა:

- ყო­ველ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ს­უი­ციდს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს. ამა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს გე­ნე­ტი­კა, ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ფო­ნი, ან ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად. ჩვენ არ ვი­ცით, ერ­თსა და იმა­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სხვე­ბი რო­გორ მო­იქ­ცე­ვი­ან, ეს ძნე­ლი და­სად­გე­ნი­ა, რად­გან ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად აღიქ­ვამს ვი­თა­რე­ბას - სო­ცი­ა­ლურს, ეკო­ნო­მი­კურს, პო­ლი­ტი­კურს და ა.შ. ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ფსი­ქი­კას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - რამ­დე­ნად მგრძნო­ბი­ა­რეა ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, ზნე­ობ­რი­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ემო­ცი­უ­რი სფე­რო.

შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ მხო­ლოდ სუ­ი­ცი­დის ზო­გად კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბებ­ზე. არ­სე­ბობს ამ სფე­როს კლა­სი­კუ­რი თე­ო­რი­ე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, მიზ­ნებ­სა და კონ­კრე­ტულ ვი­თა­რე­ბებს შო­რის გას­ვლა ზო­გი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ზო­გის­თვის - შე­უძ­ლე­ბე­ლი. სა­გუ­ლის­ხმო­ა, მო­ცე­მუ­ლი სი­ტუ­ა­ცია რამ­დე­ნად აჩ­ვე­ნებს გზას ადა­მი­ანს, ხე­და­ვენ თუ არა ადა­მი­ა­ნე­ბი რა­მე სა­ი­მე­დოს მო­მა­ვალ­ში.

- რით აიხ­სნე­ბა მო­ზარ­დებ­სა და ახალ­გაზ­რდებ­ში სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბის გახ­ში­რე­ბა?

- ვერ გეტყ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეა თუ არა, მაგ­რამ ზო­გა­დი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა ასე­თი­ა: ახალ­გაზ­რდებს ძა­ლი­ან უჭირთ საყ­რდე­ნად გა­მო­ი­ყე­ნონ მო­მა­ვა­ლი, მათ ახ­ლა, ამ წუთ­ში სჭირ­დე­ბათ თა­ვი­ან­თი მოთხ­ოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა. დრო­ში გა­და­ვა­დე­ბა ახალ­გაზ­რდებს გან­სა­კუთ­რე­ბით უჭირთ. მა­თი ეს სპე­ცი­ფი­კა ერ­თ-ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა მგო­ნი­ა.

- არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გულ­გრი­ლო­ბას მი­ა­წე­რენ ხოლ­მე.

- ფსი­ქი­კურ აშ­ლი­ლო­ბებს თუ გა­მოვ­რიცხ­ავთ, ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა, რა თქმა უნ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია და ამა­ზე ჩვენ, ყვე­ლა­ნი პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი ვართ. უკი­დუ­რე­სად პრობ­ლე­მუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ არის სო­ცი­ა­ლუ­რი საყ­რდე­ნე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი - ოჯა­ხი, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სამ­სა­ხუ­რი თუ ა.შ. ეს დი­დი შვე­ბა­ა, რე­სურ­სია და რო­გორც ჩანს, აქ სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფი­ცი­ტი­ა. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო ჯერ ვერ ახერ­ხებს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო გახ­დეს და მთლი­ა­ნად ადა­მი­ა­ნებ­ზე იყოს კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. გვაქვს სუ­რა­თი, რო­ცა ადა­მი­ა­ნის­თვის არც სა­ხელ­მწი­ფო, არც ოჯა­ხი, არც სა­ახ­ლობ­ლო, არც ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბა, საყ­რდე­ნი აღარ არ­სე­ბობს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია