"მე­რი კი არა, კლა­რა ვარ" ანუ ვა­შა­ძი­დან "იგუ­ლა­ვამ­დე" - ვინ იქ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი

"მე­რი კი არა, კლა­რა ვარ" ანუ ვა­შა­ძი­დან "იგუ­ლა­ვამ­დე" - ვინ იქ­ნე­ბა და­ვით ნარ­მა­ნი­ას მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვ­ლის წინ თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტ­ზე ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტ­რის, და­ვით ნარ­მა­ნი­ას კან­დი­და­ტუ­რა და­ა­სა­ხე­ლა. თბი­ლი­სის მე­რის პოს­ტ­ზე ნარ­მა­ნი­ას მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი მი­სი არათ­ბი­ლი­სე­ლო­ბაა, არ­ც­თუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში ვნა­ხავთ, ეს არა­სე­რი­ო­ზუ­ლი არ­გუ­მენ­ტი თბი­ლი­სე­ლე­ბის არ­ჩე­ვან­ზე იმოქ­მე­დებს თუ არა. ამ­ჯე­რად კი გა­დავ­წყ­ვი­ტეთ თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ჩვენს უახ­ლ­ეს ის­ტო­რი­ას და გა­ვიხ­სე­ნოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში დე­და­ქა­ლაქს თავ­კა­ცობ­დ­ნენ.

1991 წელს, ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დ­გე­ნის შემ­დეგ, თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მოკ­ლე ხნით თა­მაზ ვა­შა­ძემ და­ი­კა­ვა. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის შემ­დეგ, 1992 წელს მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა ოთარ ლი­თა­ნიშ­ვილ­მა, ქა­ლა­ქის კო­ლო­რიტ­მა. მე­რად მუ­შა­ო­ბი­სას მის­თ­ვის ერთ მო­ქა­ლა­ქეს და­უ­რე­კავს და უკითხავს: - მე­რი ხარ­თო? - ბა­ტონ ოთარს უპა­სუ­ხია: - არა, გე­ნაც­ვა­ლე, მე­რი კი არა, კლა­რა ვა­რო! 1993 წელს ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კო­ტე გა­ბაშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა. 1993 წელ­ს­ვე თბი­ლი­სის მე­რად ნი­კო ლე­კიშ­ვი­ლი და­ნიშ­ნეს. მი­სი მე­რო­ბი­სას თბი­ლის­ში მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ანეკ­დო­ტი, უფ­რო სწო­რად, ანეკ­დო­ტად ქცე­უ­ლი ნამ­დ­ვი­ლი ამ­ბა­ვი: თბი­ლი­სის მერ­მა ნი­კო ლე­კიშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს და­უ­რე­კა - მე­რი ვარ, მე­რი - ლე­კიშ­ვი­ლიო! ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა კი თა­ნა­შემ­წეს გან­ც­ვიფ­რე­ბით ჰკითხა, "კა­ცო, ლე­კიშ­ვილს მე­რი ჰქვიაო?" ნი­კო ლე­კიშ­ვილს პუ­რის რი­გე­ბი­სა და ცენ­ტ­რა­ლურ პროს­პექ­ტებ­ზე დან­თე­ბუ­ლი კო­ცო­ნე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და გა­და­საწყ­ვე­ტი. ის არ იყო პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ფი­გუ­რა, ისე­ვე რო­გორც მი­სი მომ­დევ­ნო მე­რი ბად­რი შო­ში­ტა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 1995 - 1998 წლებ­ში ეკა­ვა. 1998 წელს ქა­ლა­ქის თავ­კა­ცო­ბა ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას ჩა­ა­ბა­რეს. ის იყო პირ­ვე­ლი მე­რი, რომ­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ამ­ბი­ცი­ებ­ზეც ბევრს ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის პო­ლიტ­მარ­გა­ლი­ტებ­ში კი მო­ი­ძებ­ნე­ბა ერ­თი ფრა­ზა, რო­მე­ლიც ვა­ნო ზო­დე­ლა­ვას ეკუთ­ვ­ნის: "ი­ლია და აკა­კი ცოცხ­ლე­ბი რომ იყონ, საფ­ლავ­ში გა­დატ­რი­ალ­დე­ბოდ­ნენ". "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა" და გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ვა­ნო ზო­დე­ლა­ვა თბი­ლი­სის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნა და მის ნაც­ვ­ლად ცეს­კოს ყო­ფი­ლი თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა. პრო­ფე­სი­ით ფი­ლო­სო­ფო­სი ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მი­დან მო­ვი­და, თბი­ლი­სე­ლებს კი თა­ვი ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლი "სამ­კუთხე­დით" და­ა­მახ­სოვ­რა. ასე­ვე მის მე­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა ე.წ. სა­ა­თე­ბის სკან­და­ლი. ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა ზუ­რაბ ადა­მი­ამ ქა­ლა­ქის მერს "ო­მე­გას" ფირ­მის 1500-დო­ლა­რი­ა­ნი სა­ა­თი მი­უ­ტა­ნა სა­ჩუქ­რად. ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა კი მე­ო­რე დი­ლით სა­გან­გე­ბოდ შეკ­რი­ბა დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი და ზუ­რაბ ადა­მია მის­თ­ვის ქრთა­მის მი­ცე­მის მცდე­ლო­ბა­ში კა­მე­რე­ბის წინ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მერ­მა ადა­მი­ას გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის სას­წ­რა­ფოდ და­წე­რა მოს­თხო­ვა და სა­ა­თი სა­ჯა­როდ და­უბ­რუ­ნა უკან. სულ მა­ლე ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში გა­ამ­წე­სეს, მი­სი ად­გი­ლი კი გი­გი უგუ­ლა­ვამ და­ი­კა­ვა. უგუ­ლა­ვას მუდ­მი­ვად ადა­ნა­შა­უ­ლებ­დ­ნენ სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯ­ვა­ში (­მას მო­სახ­ლე­ო­ბამ "იგუ­ლა­ვაც" კი შე­არ­ქ­ვა"). ამ­გ­ვა­რი ბრალ­დე­ბით მის წი­ნა­აღ­მ­დეგ დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცე­სი. უგუ­ლა­ვა იყო პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ­თა ელი­ტას მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­და. მას ხში­რად ასა­ხე­ლებ­დ­ნენ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მა­კონ­ტ­რო­ლებ­ლად, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კ­ვიდ­რედ, თუმ­ცა რო­გორც ზო­დე­ლა­ვას შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ­ჯე­რა­დაც ვა­რა­უ­დე­ბი არ გა­მარ­თ­ლ­და. თუმ­ცა რო­გორც ჩანს, ის მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­შიც აპი­რებს კენ­ჭის­ყ­რას. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით შე­საძ­ლოა თვით ექ­ს­პ­რე­ზი­დენ­ტ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იყა­როს თბი­ლი­სის მე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე კენ­ჭი.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა