სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მე­თო­დე­ბი

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნის ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი მე­თო­დე­ბი

გა­სულ თვეს სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნქტ "სა­დახ­ლო­ზე" უც­ნა­უ­რი ფაქ­ტი მოხ­და: სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე მ.ა. რო­მელ­საც თან ჩვილი ბავ­შვი ახ­ლდა. მე­ბა­ჟე ოფიც­რებ­მა დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ჩვილს შარ­ვლის, ხო­ლო ქალ­ბა­ტონს ქურ­თუ­კის ჯი­ბე­ში 51 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნა აღ­მო­უ­ჩი­ნეს. სწო­რედ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დით, თუ რა ხერ­ხებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებს იყე­ნე­ბენ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი "წამ­ლის" ერ­თი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­და­სა­ტა­ნად. ამ სა­კითხ­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად იუ­რი­დი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, გე­ნე­რალ­-მა­ი­ორ ჯე­მალ ჯა­ნა­ში­ას მივ­მარ­თეთ:

- ყვე­ლა­ზე მე­ტად ბო­ლო წლებ­ში ნარ­კო­ტი­კი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლით გა­და­აქვთ და ამ საქ­მის ნო­ვა­ტო­რე­ბი ნი­გე­რი­ე­ლე­ბი არი­ან. ნი­გე­რი­ელ ქა­ლებს ნარ­კო­ტი­კე­ბი საკ­მა­ოდ მო­ხერ­ხე­ბუ­ლად გა­დაჰ­ქონ­დათ - ძი­რი­თა­დად, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში მა­ლავ­დნენ და ხში­რად წარ­მა­ტე­ბი­თაც. რო­დე­საც ეს მე­თო­დიც მოძ­ველ­და, ცე­ლოფა­ნის კაფ­სუ­ლე­ბით და­იწყ­ეს ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­დაყ­ლაპ­ვა - 50-100 გრამს გა­დაყ­ლა­პავ­დნენ და კუ­ჭით გა­დაჰ­ქონ­დათ ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო­დან მე­ო­რე­ში.

- თქვენს პრაქ­ტი­კა­შიც ყო­ფი­ლა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი?

- ძა­ლი­ან ბევ­რი. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ქალ­ბა­ტო­ნებს ნარ­კო­ტი­კე­ბი გა­დაჰ­ქონ­დათ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლით, მა­გა­ლი­თად, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქა­ლე­ბი მიგ­ვიყ­ვა­ნია გი­ნე­კო­ლო­გებ­თან და მათ­თვის ინ­ტი­მურ ად­გი­ლებ­ში აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. ასე­თი ფაქ­ტე­ბი ხში­რია მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ჩემს პრაქ­ტი­კა­ში ყო­ფი­ლა არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა, რო­ცა მა­მა­კა­ცე­ბი პროქ­ტო­ლოგ­თან მიგ­ვიყ­ვა­ნია და ნარ­კო­ტი­კი მათ უკა­ნა ტან­ში ჰქო­ნი­ათ და­მა­ლუ­ლი. ერ­თი გრა­მი კო­კა­ი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით\ 200 დო­ლა­რი ღირს: ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტორ­მა თვე­ში 2-3 რე­ი­სიც რომ გა­ა­კე­თოს, სულ ცო­ტა, 100 ათა­სი დო­ლა­რი დარ­ჩე­ბა.

- რო­გორც ვი­ცი, ზოგ­ჯერ ამ საქ­მე­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ით­რე­ვენ ერ­თმა­ნეთს...

- ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი, რომ­ლის გა­მოც ქა­ლი ნარ­კო­მა­ნი ხდე­ბა, არის ის, რომ მე­უღ­ლე ან ახ­ლო­ბე­ლი ჰყავს წამ­ლის მომ­ხმა­რე­ბე­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის პრა­ქ­ტი­კა­ში ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა ნარ­კო­მანს წამ­ლის­თვის ფუ­ლი რომ არ ჰყოფ­ნი­და, ცო­ლი ჩაჰ­ყავ­და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­სა თუ სხვა ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი ეგუ­ლე­ბო­და და "ზა­ლოგ­ში" უტო­ვებ­და. სა­ერ­თოდ ცნო­ბი­ლი­ა, რომ თა­ვი­სი "კა­რი­ე­რის" გან­მავ­ლო­ბა­ში ნარ­კო­მა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, ათამ­დე პირს ით­რევს თა­ვის წრე­ში. შემ­დეგ ის კი არ შო­უ­ლობს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "შრო­მო­ბენ" და შო­უ­ლო­ბენ მის­თვის ნარ­კო­ტიკს.

მსოფ­ლი­ო­ში ნარ­კო­ტი­კის გა­და­სა­ტა­ნად ათას­გვა­რი გზა და სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ, მაგ­რამ მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და უც­ნა­უ­რი ფაქ­ტე­ბის გა­მო­ყო­ფაც შე­იძ­ლე­ბა: ასე მა­გა­ლი­თად, ბარ­სე­ლო­ნა­ში და­ა­კა­ვეს 66 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც თა­ბა­შირ­და­დე­ბუ­ლი კი­დუ­რით დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­დაჰ­ქონ­და. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­ცა ძაღ­ლი­სთ­ვის აღ­მო­უ­ჩე­ნი­ათ ორ­გა­ნიზ­მში დი­დი ოდე­ნო­ბით კო­კა­ი­ნი. კო­ლუმ­ბი­ელ­მა ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ებ­მა ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დით შე­იყ­ვა­ნეს ლეკ­ვე­ბის ორ­გა­ნიზ­მში თხე­ვა­დი ჰე­რო­ი­ნი და ასე გა­დაჰ­ქონ­დათ. მექ­სი­კელ­მა მეზღ­ვა­უ­რებ­მა კი გა­ყი­ნუ­ლი ზვი­გე­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში ერთ ტო­ნამ­დე კო­კა­ი­ნი იპო­ვეს. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ თეფ­შე­ბი, რომ­ლებ­საც ამ ფო­ტო­ზე ხე­დავთ, სუ­ლაც არ არის შე­სა­ბა­მი­სი მიზ­ნით შექ­მნი­ლი: ისი­ნი 20 კი­ლოგ­რა­მი სუფ­თა კო­კა­ი­ნი­სა­გან და­ამ­ზა­დეს.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ