რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!

რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!

27 ნოემბერს "ნაციონალები" პარლამენტში უკრაინის დროშებითა და კაშნეებით მივიდნენ. იტინგიცეს, ევროპელობა ითამაშეს, მსოფლიოს თავი მოაწონეს, თავიანთი განცხადებაც მიიტანეს (რომელიც სხდომაზე ვერ გაიტანეს), რუსეთიც აგინეს, გვიან ღამით თბილისშიც დაბრუნდნენ და ხათუნა ოჩიაურის სახლშიც შეიკრიბნენ... ესენი არიან: გიგი უგულავა, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დავით საყვარელიძე, კაკო ბობოხიძე, აკო მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური. შეგახსებენთ, ესენი არიან ბაჩო ახალაიას დაჯგუფება და კიდევ ახალგაზრდების შედარებით დამოუკიდებელი ფრთა. ეს უკანასკნელი ყველა დაჯგუფებას უჩმახებს და "ნაციონალურ მოძრაობაში"ითხოვს ძირეულ ცვლილებებს, რასაც თავად მიშა სააკაშვილიც ეწინააღმდეგება და მიშა მაჭავარიანის დაჯგუფებაც, - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სახელწოდებით "რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!" გთავაზობთ სტატიის სრულ ვერსიას.

"ალია", "რა გარჩევები მოხდა 27 ნოემბრის ღამეს ხათუნა ოჩიაურის სახლში?!"

ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაში შედიან ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, ანდრო ბარნოვი, აკო მინაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ნინო კალანდაძე, ლევან ბეჟაშვილი, თენგიზ გუნავა და პაატა ლეჟავა. გიორგი ვაშაძისა და დათო საყვარელიძის დაჯგუფებას მხარს უჭერენ კაკო ბობოხიძე და დათო კირკიტაძე.

მოკლედ, დასხდნენ "ნაციონალები" (მაგათი გვარების ხსენებაც აღარ მინდა) და დაიწყეს მსჯელობა იმაზე, ვინ უნდა გაიყვანონ რეგიონული მდივნის თანამდებობაზე. საამისო სურვილი ჰქონდათ ჭიაბერაშვილსაც და წიკლაურსაც, მაგრამ კაკო ბობოხიძეს უნდა, რომ ეს თანამდებობა დავით კირკიტაძემ დაიკავოს. აქ უკვე დაიწყო უთანხმოება და ერთმანეთს შეასკდნენ გიგი უგულავა და კაკო ბობოხიძე. საქმე დარტყმამდე მივიდა. როგორც "ალიას"ინკოგნიტო წყარო ატყობინებს, ხათუნა ოჩიაურის სახლიდან ისეთი ყვირილი გამოდიოდა, მეზობლებმაც კი გაიგეს. მეტიც, ხათუნას ქმარი ისე შეწუხებულა, ეზოში გამოვარდნილა და იქით დაუწყია ყვირილი: "ბოლოს და ბოლოს, აღარ დაიშლებით, რა გაატრაკეთ საქმეო?!"

როგორც იქნა, გაუშველებიათ და დაშლილან ბიჭები. ერთ-ერთი მეზობლის თქმით, ბობოლა "ნაციონალები"მთვრალები იყვნენ და ამიტომაც უმტყუნათ ნერვებმა. როგორც ჩანს, 27 ნოემბერს დამოუკიდებელი უკრაინის შესანდობარი დალიეს და ამან მათ ნერვებზეც იმოქმედა.

წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფებების "ლიდერები" სათითაოდ ურეკავენ "აბრაგად" გავარდნილ მიხეილ სააკაშვილს და არწმუნებენ, რომ მათი ხედვა უკეთესია, ვიდრე დანარჩენებისა, მით უმეტეს, მიშა მაჭავარიანისა და ხათუნა გოგორიშვილისა. სააკაშვილი ახლა თავის გადარჩენას ცდილობს ამერიკაში მაგრამ ყველას ჰპირდება, რომ ამ საკითხებს აუცილებლად მოაგვარებს.

სხვათა შორის, გიორგი ვაშაძემ 27 ნოემბერს უკვე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ის ღიად ამბობს, რომ დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში"ძირეულად უნდა შეიცვალოს ყველაფერი და წარმოჩინდნენ ახალი სახეები. ჩვენ უკვე ვწერდით, რომ იგივე ვაშაძე გეგმავს თავისი კანდიდატურის დაყენებას პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე. ის განწყობილია რადიკალურად და მიშა მაჭავარიანის დატოვების შემთხვევაში თავის ადგილს პარტიაში ვერ ხედავს, აპირებს "ნაციონალური"მოძრაობის დატოვებას.

როგორც ჩანს, 30 ნოემბრამდე, როცა "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, ესენი ერთმანეთს მაგრად დაასისხლიანებენ, უგულავას რეგიონულ მდივნად ჭიაბერაშვილი უნდა, კაკო ბობოხიძეს - კირკიტაძე. არც ერთი უქნია ღმერთს და არც მეორე, მაგრამ დღეს პარტიაში ყველას თავისი ინტერესები აქვს, ბოლოს და ბოლოს, ბიუჯეტიდან იმდენი ფული ირიცხება, ახლა მოსწრებაზეა საქმე.

სააკაშვილის ბიბლიოთეკა გამახსენდა... იქ მუშები დღე და ღამ მუშაობენ, 4 სართული ააშენეს უკვე. რამდენიმე მეზობლისთვის მიშას ხალხს კვადრატულში 1100 დოლარი შეუთავაზებია, მაგრამ ამათ 1500 დოლარი მოუთხოვიათ და ჯერჯერობით საქმე ჩაშლილა. მოკლედ, მეზობლები მიშას ჩამოსვლას ელოდებიან, 1500 დოლარს გადაგვიხდის ჩვენს კუთვნილ ტერიტორიაში და ავშენდებითო. ეეეჰ... რა დრო დადგა, კაცო? სააკაშვილი იქით იხვეწება, თქვე ოხრებო, ცოტა დამიკელითო!

სააკაშვილს პარტიისთვის აღარ სცალია, თორემ ბობოხიძეები და უგულავები ამდენს ვერ გაბედავდნენ, რა ჭიაბერაშვილი (ამას კიდევ ჯერ საქმე სასამართლოში აქვს), რომელი კირკიტაძე? ბოლო დროს ირკვევა, რომ ამათ ვანო მერაბიშვილი საერთოდ "მოტეხეს"და ციხის კედლებს შეატოვეს.

რა ხდება პოლიტსაბჭომდე რამდენიმე დღით ადრე ბაჩო ახალაიას დაჯგუფებაში? აქ უკვე შეთანხმდნენ შემდეგ კანდიდატებზე: პარტის აღმასრულებელი მდივანი - ლევან ბეჟაშვილი, საერთაშორისო მიმართულებების მდივანი - გიგა ბოკერია, პარტიის პოლიტიკისა და სტრატეგიის მდივანი - ანდრო ბარნოვი, რეგიონალური მდივანი - ნუგზარ წიკლაური. წესით, ნუგზარ წიკლაური ხათუნა ოჩიაურის სახლში არ უნდა ყოფილიყო დანარჩენებთან ერთად, მაგრამ რაკი ისინი ზვიადისტური მოძრაობიდან მეგობრობენ, სხვანაირად არ გამოვიდოდა.

დაველოდოთ, სულ რაღაც ორიოდე დღეც და "ნაცმოძრაობაში" ოფიციალურად დაიწყებენ თანამდებობების გადანაწილებას, რასაც აუცილებლად მოჰყვება სხვადასხვა ჯგუფებში უკმაყოფილება და არც ისაა გამორიცხული, ამ პარტიაში მხოლოდ მიშა მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი დარჩნენ.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა