ირაკლი ალასანია სამხედროების თვითმკვლელობის მცდელობებზე და ფსიქორეაბილიტაციის პროგრამაზე

ირაკლი ალასანია სამხედროების თვითმკვლელობის მცდელობებზე და ფსიქორეაბილიტაციის პროგრამაზე

"მიზანმიმართულად დაარტყეს ქართულ არმიას" - ირაკლი ალასანია ქართული ჯარის მიმართ დაწყებულ "თავდასხმებს" გარკვეული ძალების მხრიდან პოლიტიკურ პროპაგანდას უკავშირებს. ამის შესახებ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ემას შოუში" ისაუბრა. ამ კონტექსტში თავდაცვის მინისტრმა უცხოურ გამოცემებში ქართველი ჯარისკაცების შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციები და ბოლო დროს ჯარისკაცების მოწამვლის გახშირებული ფაქტები მოიხსენია. "ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოძიება დაწყებულიყო ამ მიმართულებით. პროკურატურაში ახლა ახალი ხელმძღვანელობაა. იმედია, ბევრად უფრო დროულად და საფუძვლიანად შეისწავლიან ყველა საქმეს" - აღნიშნავს ალასანია.

თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების თვითმკვლელობის ფაქტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლის განმავლობაში თვითმკვლელობის მცდელობის 15-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ალასანიას განცხადებით, მისი პირადი დავალებით ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სამხედროების ფსიქორეაბილიტაციის პროგრამაზე მუშაობს. "როდესაც ადამიანს ანდობ იარაღს, ანდობ შენი ქვეყნის დაცვას, ჯეროვნად უნდა შეფასდეს მისი ფსიქიკა. ეს იქნება ჩადებული ამ პროგრამაში. ამერიკელებთან ერთად იგეგმება რეაბილიტაციის ცენტრის კეთილმოწყობა. დარწმუნებული ვარ, ამ პროგრამის ამოქმედება ბევრად შეამცირებს მსგავს ფაქტებს" - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

გადაცემა "ემას შოუს" სრულ ჩანაწერს იხილავთ დღეს, 21:30 საათზე, "პალიტრა TV"-ის ეთერში.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა