"აწონონ ჩემი ჯიგარიც" - დავით ნარმანია კორკოტას პასუხობს

"აწონონ ჩემი ჯიგარიც" - დავით ნარმანია კორკოტას პასუხობს

უნდა იყოს თუ არა თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი - დისკუსია ამ თემაზე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მმართველმა გუნდმა ღიად გამოაცხადა თბილისის მერის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატი. როგორც ცნობილია, კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია იქნება.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს, გია კორკოტაშვილია. მას ამ პოსტზე საუკეთესო კანდიდატად გიორგი გაჩეჩილაძე მიაჩნია, იმ არგუმენტით, რომ "გიორგი გაჩეჩილაძე ჯიგრიანი ქალაქელი კაცია".

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ კორკოტაშვილს "დიდი პოლიტიკის" სტუდიიდან უპასუხა: "ძირძველი თბილისელების მენტალიტეტს ვიცნობ, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია. მე 34 წლის ვარ და აქედან ბოლო 17 წელი თბილისში ვცხოვრობ, ცალკეულ გასვლებს თუ არ ჩავთვლით. ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის პრობლემებს და ხალხის მენტალიტეტს. მე ვიცნობ ამ ქალაქის საჭიროებებს. ბატონი კორკოტა, როგორც ჩანს, არ იცნობს ჩემს ჯიგრიანობას და ბევრი არ გაუგია. თუ ფიქრობენ, რომ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარიც; ეს ჩემში ირონიას იწვევს", - აცხადებს დავით ნარმანია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა