ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის დედა გარდაიცვალა

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის დედა გარდაიცვალა

ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის დედა ლესია ღონღაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"ლესია ღონღაძე იყო ძლიერი ქალბატონი. უკრაინის პატრიოტი ქალი, რომელმაც არაჩვეულებრივი ვაჟი გაზარდა -  უკრაინის ნაციონალური, სახელმწიფოებრივი და დამოუკიდებლობის იდეის ნამდვილი დამცველი... მთელი ლვოვი გლოვობს",- ნათქვამია ქალაქის მერის ანდრეი სადოვის განცხადებაში.

ლესია ღონღაძე (კორჩაკი) ლვოველი იყო. მამამისი თეოდორ კორჩაკი დასავლეთ უკრაინაში პირველი რადიოტექნიკოსი იყო. თავად ლესია ღონღაძე კი სპეციალობით ექიმი გახლდათ.

ოპოზიციური ინტერნეტ-გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" ხელმძღვანელი გიორგი ღონღაძე კიევში 2000 წლის სექტემბერში გაიტაცეს. ორი თვის შემდეგ ტყეში მისი თავმოკვეთილი თავი და ცხედარი იპოვეს.

მომზადებულია interfax.com.ua-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია