კახი კალაძე მიიჩნევს, რომ თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს

კახი კალაძე მიიჩნევს, რომ თემურ ქეცბაია ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს

ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი მიიჩნევს, რომ თემურ ქეცბაია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად უნდა დარჩეს , - ამის შესახებ კახი კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნაკრებში არსებული ვითარება ნაკრების წევრებმა და მწვრთნელებმა თავად უნდა გაარკვიონ.

"ზოგადად მტკივნეულია ის თემა, რაც ფეხბურთში ხდება, მაგრამ დარეგულირდება. მე ვფიქრობ, ყველაფრის დაბალანსება შეიძლება. უბრალოდ დასხდნენ, გაისაუბრონ და თუ ვინმეს რამე აქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, ჯობს, არა ტელევიზიის და ჟურნალისტების საშუალებით მოხდეს, არამედ დაილაპარაკონ. ადრე ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. მე მრავალი წელი ნაკრების კაპიტანი ვიყავი და ასეთი უთანხმოება არ ყოფილა. როდესაც რამე ხდებოდა, მაშინვე ირკვეოდა ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება. ქეცბაია უნდა დარჩეს, უნდა მივცეთ საშუალება, იმუშაოს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, აქამდე რა ქვეჯგუფში ვიყავით", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია