ქართველი ბიზნესვუმენი, ვისთანაც პრეზიდენტები ექიმთან ერთად დადიან

ქართველი ბიზნესვუმენი, ვისთანაც პრეზიდენტები ექიმთან ერთად დადიან

ფუ­ფა გოგ­ლი­ძე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი­ა. დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს სამ­სა­ხურ­ში ატა­რებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მუ­დამ ახერ­ხებს, დრო საქ­მე­სა და ოჯახ­ზე თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლოს.

- ბავ­შვო­ბა­ში იუ­რის­ტო­ბა მინ­დო­და, ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც ვე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტე­ტ­ზე. შემ­დეგ გავთხოვ­დი და საცხ­ოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, ერ­თხანს მოს­კოვ­შიც ვცხოვ­რობ­დი. ხში­რად ვსტუმ­რობ­დი რეს­ტორ­ნებს, პრე­ტენ­ზი­უ­ლი კლი­ენ­ტი ვი­ყა­ვი და სწო­რედ მა­შინ და­ვინ­ტე­რეს­დი სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სით. მა­ნამ­დე არას­დროს მი­ფიქ­რი­ა, სა­კუ­თა­რი თა­ვი ამ სფე­რო­ში გა­მო­მე­ცა­და, ასე ნელ­-ნე­ლა შე­მო­ვი­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბიზ­ნე­სი. თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ბორ­ტო კვე­ბის ბიზ­ნეს­ში ვი­ყა­ვი, ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის გახ­სნა გა­დაწყ­ვი­ტეს, კე­ტე­რინ­გში (ბორ­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბა) და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. ეს ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კუ­რი სფე­რო­ა, მოს­კოვ­ში გა­ვი­ა­რე მას­ტერკლა­სი. თვით­მფრი­ნავ­ში საკ­ვე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ხუ­ფუ­ლი უნ­და შე­ვი­დეს, და­ნა ბლაგ­ვი უნ­და იყოს და ა.შ. სამ­წუ­ხა­როდ, ის ავი­ა­კომ­პა­ნია აღარ გა­იხ­სნა და სხვა­გან და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. ეს მოხ­და რვა წლის წინ. შემ­დეგ კა­ზი­ნოს სფე­რო­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, მას თა­ვი­სე­ბუ­რი მარ­თვა სჭირ­დე­ბა. მე­რე მოხ­და ისე, რომ ბა­თუმ­ში წა­ვე­დი, სა­დაც "რე­დი­სო­ნის" შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ზი­ნო, ბა­რი და კლუ­ბი ჩა­მა­ბა­რეს. 6 თვე ვი­ყა­ვი იმ ბიზ­ნეს­ში, შემ­დეგ კი "მსლაბ­ში" მო­მიწ­ვი­ეს. თა­ვი­დან პრო­მო­უ­ტე­რი ვი­ყა­ვი, ახ­ლა კი მმარ­თვე­ლი მე­ნე­ჯე­რი ვარ და ძა­ლი­ან მომ­წონს ეს სფე­რო.

-რა სირ­თუ­ლე­ებ­ი ახლავს სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სის აწყ­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში?

-სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სკო­ლა, რო­მე­ლიც მო­ამ­ზა­დებს რეს­ტორ­ნე­ბის პერ­სო­ნალს, ამი­ტომ დი­დი შრო­მა გვი­წევს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი გავ­ზარ­დოთ. ახ­ლა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე­თი ტენ­დენ­ცია წა­მო­ვი­და, რომ ახალ­გაზ­რდებს სურთ სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფუ­ლი ჰქონ­დეთ და მუ­შა­ო­ბენ, თუნ­დაც მიმ­ტა­ნებად. ყვე­ლა ქვეყ­ნის რეს­ტო­რანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კულ­ტუ­რა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ დი­დი ტრე­ნინ­გე­ბი გვი­წევს. ეს ურ­თუ­ლე­სი ბიზ­ნე­სი­ა, ბევრს არ სჯე­რა, მაგ­რამ თვი­თონ რომ გახ­სნი­ან პა­ტა­რა კა­ფეს, მე­რე მე­უბ­ნე­ბი­ან, ეს რა ყო­ფი­ლა­ო. ყვე­ლას ვერ მო­ა­წო­ნებ მომ­სა­ხუ­რე­ბას -ზოგს ინ­ტე­რი­ე­რი არ მოს­წონს, ზოგს - მუ­სი­კა, ზოგს - მომ­სა­ხუ­რე­ბა და ა.შ. ამი­ტომ მუდ­მი­ვად გი­წევს კლი­ენ­ტზე ზრუნ­ვა და მი­სი გე­მოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა.

-ვინ გეხ­მა­რე­ბათ ბიზ­ნეს­ში?

-მარ­ტო არას­დროს მი­მუ­შა­ვი­ა, ყო­ველ­თვის ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი და აქამ­დე მო­ვე­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით შრო­მა­ტე­ვა­დი იყო ბიზ­ნე­სის გა­მარ­თვა ბა­თუმ­ში, დე­ტა­ლე­ბიც კი მე გა­ვა­კე­თე. ამ საქ­მეს ერ­თი წა­მი­თაც რომ მო­აკ­ლო ყუ­რადღ­ე­ბა, მე­ო­რე დღეს­ვე და­ეტყ­ო­ბა. რო­გორ­ღაც ვა­ხერ­ხებ, რომ არც საქ­მეს მო­ვაკ­ლო ყუ­რადღ­ე­ბა და არც სა­კუ­თარ თავს.

-ცნო­ბი­ლი­ა, რომ სწო­რედ თქვენს კლუბ­ში და­დი­ოდ­ნენ სტუმ­რად სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბი. რა მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვთ ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს?

-დი­ახ, უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჩა­მო­დი­ო­და, სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცი­ე­ბიც გვსტუმ­რობ­დნენ. რო­ცა ასე­თი დე­ლე­გა­ცია მო­დის, მთლი­ა­ნად მოწ­მდე­ბა სამ­ზა­რე­უ­ლო, თუ პრე­ზი­დენ­ტე­ბი მო­დი­ან სტუმ­რად - ექი­მი მოჰ­ყვე­ბათ და ის ამოწ­მებს საკ­ვებს.

-რო­გორ ანა­წი­ლებთ ყუ­რადღ­ე­ბას საქ­მე­ზე, გარ­თო­ბა­სა და ოჯახ­ზე?

-ზამ­თარ­ში თხი­ლა­მუ­რებ­ზე ვსრი­ა­ლებ, ზაფ­ხულ­ში ცხენ­ზე ჯი­რი­თი მიყ­ვარს. ჩე­მი მე­ო­რე ქა­ლა­ქია ბა­თუ­მი და ზაფ­ხუ­ლო­ბით ხში­რად დავ­დი­ვარ იქ. ვარ­ჯიშს ვერც ვა­ხერ­ხებ და სურ­ვი­ლიც არ მაქვს. სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ პირ­და­პირ სახ­ლში მივ­დი­ვარ. სხვა რეს­ტორ­ნებ­სა და კა­ფე­ებ­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­მიძ­ლი­ა. მირ­ჩევ­ნია შინ, ქმარ­-შვილ­თან ერ­თად ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რო, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ხში­რად მიწ­ვე­ვენ ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მა­ინც მი­წევს სხვა­გან სი­ა­რუ­ლი. თუ სა­ღა­მოს გვი­ა­ნო­ბამ­დე ვარ სამ­სა­ხურ­ში, მე­ო­რე დღეს ში­ნი­დან გვი­ან გა­მოვ­დი­ვარ და ასე ვა­ბა­ლან­სებ დროს ოჯახ­სა და სამ­სა­ხურ­ზე.

-ფორ­მას რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ?

-ჩემ­თვის ფორ­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა, რად­გან მინ­და თუ არა, ყო­ველ­დღე მი­წევს სხვა­დას­ხვა კერ­ძის და­გე­მოვ­ნე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დი­ე­ტუ­რი კერ­ძე­ბით ვიკ­ვე­ბო და ამის ხარ­ჯზე ვა­ბა­ლან­სებ წო­ნას. ყვე­ლა ქა­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, იყოს ფორ­მა­ში. ამი­ტომ ვცდი­ლობ, მუდ­ამ კარ­გად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. მთა­ვა­რი­ა, ადა­მი­ანს გე­მოვ­ნე­ბა ჰქონ­დეს, ეს ბავ­შვო­ბი­დან უნ­და მოგ­ყვე­ბო­დეს -რო­გორ ფილ­მებს უყუ­რებ­დი, მუ­ზე­უ­მებ­ში თუ და­დი­ო­დი და ა.შ. ეს გი­ყა­ლი­ბებს გე­მოვ­ნე­ბას.

-ჩაც­მის რო­გორ სტილს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

-ვცდი­ლობ, კლა­სი­კუ­რად და სა­დად შე­ვი­მო­სო. არ მიყ­ვარს გა­დატ­ვირ­თუ­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­მო­სი. სამ­წუ­ხა­როდ, ამის კულ­ტუ­რა არ გვაქვს, რომ სა­ღა­მოს გრძე­ლი კა­ბით სად­მე წა­ვი­დეთ. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად არ იცა­ვენ დრეს­-კოდს. ვერ ვიტყ­ვი, რომ ამას პი­რო­ბე­ბის არ­ქო­ნის გა­მო აკე­თე­ბენ, რად­გან ოპე­რა­ში ჯინ­სის შარ­ვლის მა­გივ­რად შა­ვი კაბის ჩაც­მას დი­დი პი­რო­ბე­ბი არ სჭირ­დე­ბა.

-რას ურ­ჩევთ დამ­წყებ ბიზ­ნეს­მე­ნებს?

-მოთ­მი­ნე­ბას. ამ საქ­მე­ში მტკი­ცე ნერ­ვე­ბია სა­ჭი­რო. იმის გარ­და, რომ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია ყვე­ლა დე­ტა­ლი, უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა ინ­ტე­რე­სი აქვთ. დღის ბო­ლოს გა­წუ­რუ­ლი ლი­მო­ნი­ვით ვარ. ამის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სი ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და არას­დროს მით­ქვამს, რომ ამ ბიზ­ნეს­ში ყოფ­ნა აღარ შე­მიძ­ლი­ა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია