დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება დღეს შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება სახელწოდებით - "დავიყვანოთ ნულამდე: ნული ახალი ინფექცია, ნული დისკრიმინაცია, ნული ლეტალობა".

1 დეკემბერს - შიდსის მსოფლიო დღეს, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციასთან (GYDEA)და საზოგადოებრივ გაერთიანება "ბემონთან" პარტნიორობით ატარებს ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

"ჩვენ გვჯერა, რომ შიდსით ინფიცირების შემთხვევების შემცირებისთვის აუცილებელია ყველა ქალსა და ახალგაზრდას ხელი მიუწვდებოდეს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისათვის საჭირო სერვისებზე, დავძლიოთ გენდერული უთანასწორობა, გენდერული ძალადობა, დისკრიმინაცია და სტიგმა, რაც ადამიანებს აივ/ ინფექციის პრევენციაში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის საჭირო სერვისების მიღებაში უშლის ხელს.

ჩვენ, გაეროს მოსახლოების ფონდში, განვაგრძობთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად რათა მივაწოდოთ ინტეგრირებული ჯანდაცვის სერვისები ქალებს, ახალგაზრდებს და ყველა ადამიანს, ვინც აივ დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშაა და ასევე გავწიოთ ადვოკატირება მათი უფლებების აღიარებისათვის" - აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბაბატუნდე ოსოტიმეჰინის სპეციალურ მიმართვაში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაეროს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, 1 დეკემბერს გაიმართება საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასა და სერვისებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობის გაზრდას, მათი ცნობიერების დონის ამაღლებას შიდსის პრევენციის საკითხებზე და ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილ სამედიცინო მომსახურებაზე მოთხოვნის სტიმულირებას.

1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 13.00 საათიდან მსურველებს შეუძლიათ ჩაიტარონ აივ ტესტირება და მიიღონ კონსულტაცია ამ საკითხზე; 15.00 საათიდან დაიწყება მსვლელობა ვაკის პარკიდან კინოთეატრ "ამირანამდე", ახალგაზრდა მოხალისეები დაარიგებენ საინფორმაციო მასალებს აივ/ინფექციის შესახებ და ახალგაზრდებს შორის გაავრცელებენ ინფორმაციას უფასო აივ კონსულტირებისა და აივ ტესტირების შესახებ.

თბილისის სხვადასხვა უბნებში ავტობუსის გაჩერებებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ახალგაზრდები ჩაატარებენ სიმბოლურ აქციებს, რათა საზოგადოებას დაანახონ შიდსის პრევენციის შესაძლებლობა და თვითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესში.

ღონისძიებები დასრულდება 17.00 საათზე კინოთეატრ "ამირანის" მცირე დარბაზში ("ამარკორდი") მხატვრული ფილმის "ფილადელფია" ჩვენებით. 1993 წელს გადაღებული ეს ფილმი ერთ-ერთი პირველია, რომელიც შეეხო აივ/ ინფექციის, სტიგმისა და დისკრიმინაციის პრობლემებს.

ფილმის ჩვენებამდე ჩატარდება ლექცია აივ/ინფექციის შესახებ, ჩვენების შემდეგ კი ახალგაზრდები ჩაერთვებიან დისკუსიაში აივ-თან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია