ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა

ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა

ვლადიმერ ბედუკაძეს მოსკოვში "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" სპეციალური პრიზი მიენიჭა.

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კონკურსი სახელწოდებით "სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი მომავალი – ისტორია და თანამედროვეობა" მოსკოვში 27 ნოემბერს ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ruskline.ru–ზე გავრცელდა.

აქვე აღნიშნულია, რომ შემოქმედებით კონკურში ჩართული იყვნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

კონკურსის მთავარი ორგანიზატორი იყო "რუსეთის ეროვნული გაერთიანებების კონგრესი".

კონკურსის მიზანი იყო "ნდობისა და მეგობრობის ჩამოყალიბება რუს და ამიერკავკასიის ხალხებს შორის, კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება, ურთიერთსიმპათიის გაღვივება, კონტაქტების გაღრმავება" ...

საქართველოდან კონკურსის ლაურეატები გახდნენ ჟურნალისტები: ელზა არსოშვილი, ნანო გოგია, თამარ კვარაცხელია, ანი კიკნაძე და ირაკლი ყიფიანი. სომხეთიდან: ვარუჟან ბაბადჟანიანი და ვანიკ ელიზბარიანი, ხოლო აზერბაიჯანიდან- კამილა ალიევა და ნიჯატ გაჯიევი.

რაც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძეს, ვებგვერდზე მითითებულია, რომ სპეციალური პრიზი "სიმამაცესა და მედიაში გარღვევისთვის" გადაეცა პიროვნებას, რომელმაც გადაიღო და ტელევიზიებს გადასცა ქართულ ციხეებში არსებული არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები, "რამაც განაპირობა კიდეც მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის აღსასრული".

დაჯილდოების ცერემონია მოსკოვში, "მშვოდობის და თანხმობის ფედერაციის" დიდ დარბაზში შედგა.

ესწრებოდა თუ არა დაჯილდოებას ყველა ქართველი ლაურეატი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით "ამბები.გე" ვლადიმერ ბედუკაძეს დაუკავშირდა.

ბედუკაძემ დეტალებზე საუბარი არ ისურვა და ამ ეტაპზე არც გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

"უახლოეს დღეებში გავაკეთებ განმარტებას", - აღნიშნა ბედუკაძემ.

ნანა ხიდეშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია