ბუბა კიკაბიძეს უკრაინის პრეზიდენტმა "უკრაინის დამსახურებული არტისტის" წოდება მიანიჭა

ბუბა კიკაბიძეს უკრაინის პრეზიდენტმა "უკრაინის დამსახურებული არტისტის" წოდება მიანიჭა

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქართველ მომღერალ ვახტანგ კიკაბიძეს "უკრაინის დამსახურებული არტისტის" საპატიო წოდება მიანიჭა.

ამის შესახებ სახელმწიფოს ლიდერის 30 ნოემბრის ბრძანებულებაშია ნათქვამი, რომელიც პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

საპატიო წოდება კიკაბიძეს "1991 წლის 1-ელ დეკემბერს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტის საერთო უკრაინული რეფერენდუმით დადასტურების წლისთავთან დაკავშირებით" მიენიჭა.

"უკრაინული სახელმწიფოს სოციალურ-ეკონიმიკურ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, კულტურულ-საგანმანათლებლო განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის, წონადი შრომითი მიღწევებისა და მრავლწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის",-ნათქვამია ბრძანებულებაში.

კიკაბიძის გარდა, უკრაინის საპატიო წოდება და სახელმწიფო ჯილდოები  სხვა მოქალაქეებმაც მიიღეს.

მომზადებულია aif.ua-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია