ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართებს რკინის ბადეები შეცვლის

 ოკუპირებულ ტერიტორიებზე მავთულხლართებს რკინის ბადეები შეცვლის

საქართველოს საზღვრის გასწვრივ აღმართული მავთულხლართები დროთა განმავლობაში რკინის ბადეებით შეიცვლება , - ამის შესახებ გამოცემა "კავკაზსკი უზელს" დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს.

"ჩვენ არ ვითვალისწინებთ ისეთ ბარიერებს, რომლებიც ადამიანებს ან ცხოველებს ზიანს მიაყენებს. იქნება მხოლოდ რკინის ბადეები და განთავდსება საინფორმაციო ბანერები", - განაცხადეს დე-ფაქტო კომიტეტში. მათივე განმარტებით, დაცვის საიმედოობას ადამიანები და ტექნიკა დაიცავს, როგორც ეს "თანამედროვე ცივილურ სამყაროში ხდება".

დე-ფაქტო კომიტეტში ასევე აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის ყველა მონაკვეთზე, გამყოფი ღობის მონტაჟი მიმდინარეობს, რომლის სიმაღლე მაქსიმუმ ორი მეტრი იქნება. გამოცემის რესპონდენტის თქმით, ეს ღობე ყველასთვის კარგად შესამჩნევი იქნება, მწვანედ შეიღებება და ექნება ოთხ ენაზე წარწერილი ბანერები. მათივე განცხადებით, ღობის აღმართვა ერთადერთი მიზნით ხდება - მოსახლეობის მკაფიოდ ინფორმირებისთვის, რომ აქ გადის სახელმწიფო საზღვარი.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, 35 კილომეტრზე უკვე აღმართულია ღობეები. პირველ რიგში, მათი დამონტაჟება ხდება იმ ტერიტორიებზე, სადაც იკვეთება დასახლებული პუნქტები, გზები და სხვა ობიექტები.

დე-ფაქტო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ქართული საზღვრის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობით ქართული მხარე დიდ დივიდენდებს მიიღებდა: მოსახლეობის ცხოვრების უსაფრთხოებას, გამშვები პუნქტების მოწესრიგებას და რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. ამჯერად, კი მათი თქმით, ოსური მხარე, ცალმხრივად ახორციელებს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობას.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?