სად იბადებიან გენიოსები? რამდენად მიეწერება გენიოსობა სისხლს და გენს?რა როლი ენიჭება გაბედულებას პოეზიაში? რომელი ფობიები ჭარბობენ ქართულ საზოგადოებაში?როგორ შეიძლება დაინგრეს კულტი?რატომ გვეშინია სექსის? - ამ და სხვა კითხვებს,newspress.ge ბლიც-ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორი, პოეტი, ესეისტი გიორგი კეკელიძე პასუხობს.
არის ასეთი გამოთქმა "გენიოსები დედაქალაქებში არ იბადებიან", რამდენად ეთანხმებით ამ გამონათქვამს?
- არ ვეთანხმები და ცხადია, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმას ჰგავს, როცა ვინმეს გარკვეულ წარმატებას სისხლს და გენებს მიაწერენ. ცხადია კონტექსტები ქმნიან მოტივაციებს, მაგრამ ისე საუბარიც - თითქოს სოფლელებს მეტი მიზეზი ჰქონდათ "გენიოსობისთვის", რადგან ქალაქში მცხოვრებლებმა რაღაც-რაღაც მზამზარეული მიიღეს, მგონი ორივეს დიდ შეურაცხყოფას აყენებს. ზოგადად საკითხს მარტივად უნდა მივუდგეთ: კარგიც და ცუდიც ყველგან არსებობს.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქართულ საზოგადოებას ბიბლიოფობია(წიგნის შიში) აწუხებს. რამდენად ჩანს ამ ფობიის განკურნების პერსპექტივა ახლო მომავალში?
- თუ რამე ჭირს ქართულ საზოგადოებას, ეს სიზარმაცეა. არ არის აუცილებელი ყველა წიგნებს კითხულობდეს, მაგრამ ვინც უნდა კითხულობდეს, ის ამ საქმეში სწორედ სიზარმაცის გამო მოიკოჭლებს.
რისი კულტია პირველ რიგში საქართველოში დასანგრევი?
- დღეს არმაზის დრო არ არის. კულტებს ასე ჯიქურ ვერ დაანგრევ. შეიძლება მისი უვარგისობა დაანახო ვინმეს, მაგრამ ყოველთვის დარჩებიან, ვისაც ეს მოეწონება. ასეთი ხალხიც უნდა არსებობდეს. საქართველოში განათლების კულტია ასაშენებელი. თუ ნგრევაა, დანარჩენი თავისით დალპება და დაინგრევა ამის შემდეგ.
სხვა ფობიაც გამახსენდა - სექსის ფობია. ამ ფობიის არსებობა რამდენად აზარალებს ქართულ საზოგადოებას, კულტურას?
- ქართველებს სექსი უყვართ. ქართული სექსუალური რევოლუცია გადარაზულ ოთახებში მოხდა. ამ ოთახებში ნამდვილად მიაღწია ევროპულ მასშტაბებს. მყოლია არაერთი სექსუალური პარტნიორი, რომელთაც სექსი ხშირად ჰქონდათ, მაგრამ მათი გარეგნული ცხოვრების წესი იმდენად განსხვავებული იყო, გეგონებათ: სულ ღრუბლებზე ისხდნენ და ნისლის წინდას ქსოვდნენ. მე არ ვგულიხმობ, რომ ხალხს ქუჩაში უნდა ჰქონდეს ორგიები გამართული. მთავარი ის არის, რომ საჯაროდ სექსზე საუბრისას ეს ადამიანები რაღაც უცნაურ მორალს კითხულობენ ხოლმე და აქეთ გვანამუსებენ. ჩვენი მთავარი პრობლემა ფარისევლობაა. ჩვენ ამ მიმართულებითაც ფარისევლები ვართ.
იხილეთ ვრცლად