საქართველოში ამინდი უარესდება: ძლიერი ქარი, წვიმა და მოსალოდნელი შტორმი დასავლეთ საქართველოში

საქართველოში ამინდი უარესდება: ძლიერი ქარი, წვიმა და მოსალოდნელი შტორმი დასავლეთ საქართველოში

სინოპტიკოსები ხვალ დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე შტორმს პროგნოზირებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება, რის შედეგადაც ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ქვეყნის დაბლობში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთასა და მაღალმთებში თოვა და ქარბუქი.

დასავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში, შავი ზღვის სანაპიროზე ქარის სიჩქარე 28 მეტრ/ წამი იქნება. ამასთან, შავ ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი. დასავლეთ საქართველოს დაბლობში, დღის ბოლოს, წვიმა შეიძლება თოვლში გადავიდეს.

ამასთან, ხვალ ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მაღალმთაში ქარბუქი. იქროლებს ძლიერი ქარი, მათ შორის თბილისში - 20-25 მეტრი წამში, ზოგან ქარის სიჩქარემ შესაძლოა 28-30 მეტრ/წამს მიაღწიოს.

4-5 დეკემბერს, ღამით აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა -5-6 გრადუსი იქნება, თბილისში -2; მაღალმთაში -18 გრადუსი. თოვლის ნალექი შენარჩუნდება შიდა ქართლის რეგიონში.

4 დეკემბრიდან 8 დეკემბრამდე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა რამდენიმე დღით სიცივე შენარჩუნდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია