როგორ გავზარდოთ ავოკადოს ხე სახლში

როგორ გავზარდოთ ავოკადოს ხე სახლში

ავოკადოს არაჩვეულებრივ, სასარგებლო თვისებებზე ადრე უკვე გიამბეთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ავოკადოს ხე სახლშიც გამოზარდოთ. ამის გაკეთება ძნელი სულაც არ არის: როცა ავოკადოს იყიდით და გემრიელ გუაკამოლეს ან სალათას მოამზადებთ, მისი კურკა არ გადააგდოთ და ჩვენს რჩევებს მიჰყევით.

პირველ რიგში, ავოკადო ისე გაჭერით რომ კურკა არ დააზიანოთ. შემდეგ კურკა გარეცხეთ. დაგჭირდებათ სამი-ოთხი ხის ჩხირი, რომელიც კურკებს უნდა შეურჭოთ გულამდე. შემდეგ კი წყლიან ჭიქაზე დადებთ ისე, რომ კურკის ძირი (შედარებით ბრტყელი მხარე) წყალში აღმოჩნდეს.

ჭიქა გამჭვირვალე და სუფთა შეარჩიეთ, რათა ადვილად შენიშნოთ, როდის გახდება საჭირო წყლის გამოცვლა. უმჯობესია ეს 5-7 დღეში ერთხელ გააკეთოთ, თუმცა თუ რაიმე ბაქტერია გაჩნდა ან წყალი უსიამოვნოდ შეიმღვრა, უფრო მალეც შეიძლება მისი შეცვლა.

იხილეთ ვრცლად

რატომ ყრიან სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში გამოცდილი დიასახლისები

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ

დღის ფოტო: 4 წლის რეინჯერი, რომელიც მამასთან ერთად იცავს საქართველოს ბუნებას