"ფოლკსვაგენის" მხარდამჭერი ღონისძიება "ოქროს საჭე 2013"-ზე

"ფოლკსვაგენის" მხარდამჭერი ღონისძიება "ოქროს საჭე 2013"-ზე

საავტომობილო ოსკარად წოდებული კონკურსი "ოქროს საჭე 2013" უკვე მეოთხე კვირაა მიმდინარეობს. ჟურნალ "აუტო ბილდ საქართველოსა" და კომპანია "ვისოლის" ერთობლივი პროექტი წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენას ისახავს მიზნად. ამჯერად "ოქროს საჭე 2013"-ის ფარგლებში "ვარდების მოედანზე" "ფოლკსვაგენის" მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.

საავტომობილო შეჯიბრში მონაწილეობა ცნობილმა სახეებმა მიიღეს, მათ VOLKSWAGEN CC-თი სხვადასხვა ბარიერი გადალახეს. საინტერესო და სახალისო სანახაობის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა და მონაწილეები სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო დაჯილდოება "ოქროს საჭე 2013"-ში მონაწილეობას წლის საუკეთესო ავტომობილები იღებენ. ხმის მიცემის პროცედურა "პალიტრა მედიის" საიტებზე, ასევე "ვისოლის" ვებგვერდზე და "ფეისბუქით" არის შესაძლებელი. ხმის მიცემა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია